2021 წლის 31 მაისიდან 13 ივნისამდე
თბილისი
პოლიტიკა
აქცია
რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატიით ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველს პანსიონი არ უშვებდნენ.
ელენე ხოშტარია (დროა), გიგა მაქარაშვილი (სირცხვილია)
პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა და ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრება, ბავშვების დაწესებულებიდან გამოყვანა და დიდი ზომის პანსიონატების დახურვა.
სახელმწიფო უწყებები
„რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?“ „გააღეთ პანსიონის კარი“, „დასაჯეთ მოძალადეები“, „დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა“, „ანაფორა არ გათავისუფლების პასუხისმგებლობისგან“
პანსიონატი დატოვა აღსაზრდელების უმრავლესობამ, ადგილზე შეუშვეს სახალხო დამცველიც, შეიცვალა პანსიონატის ხელმძვანელიც.
ნინოწმინდაში, საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პასიონატში წლების განმავლობაში არ უშვებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში შესვლის უფლება აქვთ. ეს შეზღუდვა დააწესა სხალთს მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა, რომელიც დაწესებულებას ხელმძღვანელობდა.
იმის გამო, რომ სახალხი დამცველს არ უშვებდნენ ამ დაწესებულებაში, 2021 წლის 31 მაისს აქტივისტების ერთმა ჯგუფმა თბილისში რამდენიმე ადგილზე გადმოფინა წარწერა – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ მედიაში ამ საკითხზე წერა ბევრად ადრე, აპრილში დაიწყო – რადიო თავისუფლებაზე 2021 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში ეწერა, რომ სოცმუშაკი ამ პანსიონში ბოლოს ერთი წლის წინ, 2020 წლის ივნისში იმყოფებოდა. მეუფე სპირიდონი იქ არ უშვებდა არც სახალხო დამცველისა და არც სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელს. იმ დროის მონაცემებით, დაწესებულებაში 56 მოზარდი ცხოვრობდა.
2021 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, აქცია გაიმართა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. აქციაზე მოითხოვეს პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა და ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრება, ბავშვების დაწესებულებიდან გამოყვანა და დიდი ზომის პანსიონატების დახურვა
პანსიონატმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2021 წლის 2 ივნისს მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გაკეთებული განცხადებით მიიქცია. ლომჯარიამ თქვა, რომ 2016 წლიდან 2021 წლამდე პანსიონატში სავარაუდო ძალადობის, მათ შორის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე ოთხი საქმე იყო აღძრული.
მომდევნო დღეებში აქციები გაიმართა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთანაც: მაგალითად, პროკურატურასთან, 3 ივნისს აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „დროა“ იყო. ამ აქციაზე პოლიციამ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, გიგა მაქარაშვილი დააკავა.
5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამათავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოსაცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბავშვებს პანსიონატი დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ. პირველ ეტაპზე გაიყვანეს 20 მოზარდი, მათ შორის შშმ პირებიც, შემდეგ კი საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მხოლოდ 22 ბავშვი რჩებოდა.
უკვე 13 ივნისს აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობასთან. იქ სიძულვილის ჯგუფებიც მივიდნენ კონტრაქციის გასამართად. ამ დღეს საპატრიარქოშიც გაიმართა შეხვედრა სასულიერო პირებს, ევროკავშირის ელჩსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის. მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეცვალა.
2021 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებული სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პანსიონში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და იქ ირიცხებოდა 17 აღსაზრდელი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები კი მუდმივ რეჟიმში რჩებოდნენ დაწესებულებაში და აფასებდნენ მათ საჭიროებებს.