2017 წლის 19 ივლისი
თბილისი
სამართალი
მარში, აქცია
თათია დოლიძეს სოციალურ ქსელში დაემუქრნენ გაუპატიურებით
ქალთა მოძრაობა
მოძალადეების დასჯა, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღება
ხელისუფლება
“ქალთა დაუმორჩილებლობა იწყება” “ქალების ბრძოლა იწყება” “მუქარას არ შეგარჩენთ” “გაუპატიურება დანაშაულია”, “ჩვენ აღარ მოვითმენთ”
2017 წლის 16 ივლისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს, თათია დოლიძეს “ქართველთა მარშის” წევრები ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში გაუპატიურებით დაემუქრნენ. 17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.
ამ მუქარის საპასუხოდ, 19 ივლისს, ქალთა მოძრაობამ თბილისში მარში გამართა. “ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!” – წერდნენ ისინი აქციის ანონსში და იმავე ტექსტში აყალიბებდნენ მოთხოვნებს:
აქცია სწორედ იმ ადგილას დაიწყეს, სადაც რამდენიმე დღით ადრე გაიმართა “ქართველთა მარში”. “ქალთა დაუმორჩილებლობა იწყება” – ამ წარწერით მოუძღოდა ბანერი ქალთა მსვლელობას. “ქალების ბრძოლა იწყება”; “მუქარას არ შეგარჩენთ”; “გაუპატიურება დანაშაულია”; “ჩვენ აღარ მოვითმენთ” – ეწერა სხვა ბანერებზე.
აქციას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ თათია დოლიძის წინააღმდეგ ქმედება გასცდა კიბერ-ბულინგის და ლანძღვის ხაზს და გადავიდა შემაძრწუნებელ მუქარაში. “ესეც არის მცდელობა, რომ ქალები გააჩუმონ, რომ ქალმა არ გამოთქვას თავისი აზრი. არადა, ქალების აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“, – ამბობდა აქციის ორგანიზატორი ბაია პატარია, რომელიც მიიჩნევდა, რომ ძალადობის ტალღის შეჩერებას სახელმწიფო, ბოლო წლების მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებდა.
„ქალთა მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს 2014 წლიდან ატარებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი დღემდე ვერ იქცა საყოველთაო პრობლემად და ამას აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაც მოწმობს, ერთ რამეზე მიანიშნებს, ფიქრობენ აქციის ორგანიზატორები: ამ პრობლემას ვერ აღიქვამენ სერიოზულ პრობლემად, ან, უბრალოდ, ამის აღიარება არ სურთ. საზოგადოების გულგრილობა ხშირად სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზეც აისახება”, – წერდა რადიო თავისუფლება. თათია დოლიძის მიმართ მუქარის გამო შს სამინისტრომ “ქართველთა მარშის” რამდენიმე წევრი გამოჰკითხა, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ, მედიაში აღარ იძებნება.
19.07.2017 ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, Jam News
19.07.2017 ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, Jam News
19.07.2017 ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, Jam News