EN

პროტესტი ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2019 წლის 21 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

“გავრილოვის ღამის” დროს ჟურნალისტების დაშავების გამო არავინ დასჯილა

ორგანიზატორი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მთავარი მოთხოვნა

დაისაჯონ დამნაშავეები

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე”, “ნუ გვიშლი”, “ნუ გვცემთ”, “ხელს ნუ გვახლებთ”

პროტესტის შედეგი

რეაგირება არ მოგყოლია

2019 წლის 21 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ჟურნალისტებმა  ბოლო დროს საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტების გახშირება გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლაზე ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონდა.

„ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში  აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.“, – ეწერა ქარტიის განცხადებაში, რომლის თანახმად, 2019 წლის 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ეს საქმეები არ გამოუძიებიათ და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირები არ დაუსჯიათ.

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე”; “ნუ გვიშლი”; “ნუ გვცემთ”; “ხელს ნუ გვახლებთ” – ეწერათ ტრანსპარანტებზე.

ჟურნალისტებმა ეს მოთხოვნა 21 ივნისვე დააყენეს, როცა შსს-ს წინ გამართეს აქცია “ნუ გვესვრი”.  ისინი სასტვენებით და ტრანსპარანტებით ხელში აპროტესტებდნენ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის გაშუქების დროს.

მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელზე მიმართვა გაავრცელეს და მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თუმცა, მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია. 

Media

ჟურნალისტების აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ჟურნალისტების აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

2019 წლის 21 ივნისი. ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტების აქცია პარლამენტთან

ჟურნალისტების აქცია პარლამენტთან

2019 წლის 21 დეკემბერი. ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge