EN

პროტესტი ხაიშში

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 26 – 27 ივლისი

პროტესტის არეალი

რეგიონი და თბილისი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შევიდნენ სოფელ ხაიშსა და ჭუბერში ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტების შესასწავლად

ლიდერები/ორგანიზატორი

სოფელ ხაიშის

მთავარი მოთხოვნა

მოსახლეობა

პროტესტის ადრესატი

გავიდეს პოლიცია და სპეცრაზმი სოფლიდან

პროტესტის შედეგი

ხელისუფლება

საპოლიციო ძალებმა დატოვეს სოფელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტების შესასწავლად ხაიშსა და ჭუბერში 2018 წლის 26 ივლისს გამოჩნდნენ. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და გამომძიებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

ხაიშის და ჭუბერის თემების მცხოვრებლები სვანეთში ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას მესტიის მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობას უკავშირებენ, რომელიც გაჩერებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო. ადგილობრივების თქმით, შსს-ს ასეთი ქმედება მოსახლეობის დაშინებისა და დასჯისკენ არის მიმართული. ადგილობრივების თქმით, ხე-ტყის მოპოვება მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანეს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

ხელშეშლის გამო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაიშსა და ჭუბერში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გაამწვავა. მოხდა დაპირისპირებაც

„გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ – არავის მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება. თუ უკანონო ხე-მასალა იქნება, გაიტანენ. არავის არ დაიჭერენ“, – მიმართა ხაიშის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ დიასამიძემ.

რეგიონის პოლიციის უფროსი დაძაბული სიტუაციის განმუხტვას და ჩაკეტილი გზის გახსნას ცდილობდა.

„უკანონო ხე-ტყე თუ გეგულებათ, რად უნდოდა ამას 200 კაცი და შეიარაღებული სპეცრაზმი“, – პასუხობდნენ პოლიციის უფროსს და პოლიციისა და სპეცდანიშნულების ჯგუფების გაყვანას ითხოვდნენ. სოფელ ხაიშთან მოსახლეობამ 27 ივლისს გზა მას შემდეგ გახსნა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გაიყვანეს.

ადგილობრივების ნაწილი გზის გახსნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გზიდან ჯებირების გატანა გადაწყდა, იყო კვირიკობის დღესასწაული, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება. „ხვალ კვირიკობაა ამ გზას ჩვენ ვერავის ვერ ჩავუკეტავთ იმიტომ, რომ ყველა მიდის სალოცავად“, – ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოსახლეობასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. როგორც სუბარმა განაცხადა, 10 დღის განმავლობაში სვანეთში სამთავრობო გუნდი, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.

პარალელურად, 27 ივლისს, თბილისში დაანონსდა აქცია სახელწოდებით „სოლიდარობა სვანეთს, არა სპეცნაზურ ძალადობრივ ჰესომანიას“, სადაც საზოგადოების მცირე ჯგუფი მივიდა. 

31 აგვისტოს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და ხაიშელებს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სოფელ ხაიშის მცხოვრებლები ტყიდან მოჭრილი ხე-ტყის გატანას სატყეო სააგენტოს მიერ უკვე გაცემული ნებართვების საფუძველზე 1-ელ იანვრამდე ეტაპობრივად შეძლებდნენ. პირველი იანვრიდან ტყის ინვენტარიზაცია დაიწყებოდა და ამოქმედდებოდა ახალი რეგულაციები, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს არ დააზარალებდა.