EN

პროტესტი გორიდან სასროლეთის გადატანის მოთხოვნით

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2015 წლის 31 ივლისი – 1 აგვისტო

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მოსახლეობას სამხედრო წვრთნების ხმა აწუხებდა

ორგანიზატორი

გორის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

გორიდან სასროლეთის გადატანა

პროტესტის ადრესატი

თავდაცვის სამინისტრო

პროტესტის შედეგი

სასროლეთი გორში დარჩა, მაგრამ წვრთნების დროს მსხვილკალიბრიანი იარაღს აღარ გამოიყენებდნენ.

2015 წლის ივლისში რამდენიმე დღის განმავლობაში გორში სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადა ვერხვების დასახლებაში არსებულ სასროლეთზე წვრთნებს ატარებდა. სასროლეთთან ახლოს მდებარეობდა ის კორპუსები, რომლებიც რუსული ავიაციის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს დაიბომბა, იქვე იყო ვერხვების დევნილთა დასახლებაც. 

რამდენიმე დღის განმავლობაში ამ რაიონის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და სწავლების შეჩერებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ძლიერი აფეთქებების ხმა სახლებს აზიანებდა. გარდა ამისა, ომისგან დაზარალებულ მოსახლეობას სროლა დისკომფორტს უქმნიდა – ომის დღეებს ახსენებდა. ვერხვების დევნილთა დასახლებაში კოტეჯების დიდი ნაწილი მართლაც დაბზარული იყო, თუმცა ეს მცოცავი ქანებით იყო გამოწვეული თუ აფეთქებების გამო, არ დაუდგენიათ.

მოსახლეობასთან მერიის წარმომადგენელი მივიდა და პირობა დადო, რომ სროლები შეწყდებოდა, მაგრამ სწავლებები ისევ გაგრძელდა, 31 ივლისს კი სასროლეთზე ხანძარ გაჩნდა. დაიწვა ხმელი ბალახი. მერიის წარმომადგენელმა იოსებ მინდიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მერისა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლების გადაწყვეტილება გააცნო – წვრთნების დროს მსხვილკალიბრიან იარაღს აღარ გამოიყენებდნენ.

ეს პრობლემა ვერხვების დასახლების მცხოვრებლებს დიდი ხნის გამავლობაში აწუხებდათ. 2008 წლის ომის შემდეგ მათ მთავრობას სასროლეთის გადატანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ იმედი გაუჩნდათ, რომ მოუსმენდნენ, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრებმა შეცვალეს რეალობა. აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მთელ ქალაქში ისმოდა. 2015 წლის ივლისის ბოლოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჩავიდა გორში. მისი თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებსა და სასროლეთებზე გარკვეული გადაჯგუფებები იქნებოდა, მაგრამ გორში ჯერჯერობით არაფერი შეიცვლებოდა.

Media

გორის მერისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა

გორის მერისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა

2015 წელი. ფოტო: გოგა აფციაური, რადიო თავისუფლება