EN

აქცია უშუქობის გამო სოფელ ტალერში

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2015 წლის 22 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, სოფელში არ იყო გაყვანილი ბუნებრივი აირი, გვიან ირიცხებოდა პენსია და სოციალური დახმარება.

ორგანიზატორი

სოფელ ტალერის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

ელექტროენერგიის მიწოდება, სოციალური დახმარებისა და პენსიის დროულად მიღება.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შეკრებილებს შეხვდა გამგებლის წარმომადგენელი და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა

2015 წლის 22 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა რამდენიმე მოთხოვნით. აქციაზე მყოფი 40-მდე ადგილობრივი ითხოვდა, რომ ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეღოთ, რადგან დიდი ხანია, მხოლოდ განრიგით იღებდნენ, არც ბუნებრივი აირი მიეწოდებოდათ განსხვავებით ახლომდებარე სოფლებისგან, სადაც  გაზი უკვე შეყვანილი იყო. ტალერში კი შესაბამისი სამუშაოებიც კი არ იყო დაწყებული. აქციის მონაწილეთა ცნობით, მუდმივად იგვიანებდა პენსიების ჩარიცხვაც. ამბობდნენ, რომ  არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა – უშედეგოდ.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეხვდა გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ტალერში, შაკა ნაჭყებია. მან ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა აქციაზე ჩამოთვლილი პრობლემების არსებობა და მათი მოგვარების პირობაც დადო.

“გუშინწინ წვიმა რომ იყო და შუქი რომ ჩაქრა, მე იმ წვიმაში ვიდექი და ვაკონტროლებდი სიტუაციას, მართლა იყო ეს ასე თუ არა. გუშინწინ შუქი მართლაც იყო ავარიულად გამორთული, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს მომავალში არ გაგრძელდება. რაც შეეხება პენსიასთან დაკავშირებულ თემას, დღეს ჩვენთან სოფელ ტალერში ბანკი არ არის. ჯერ ირიცხება სოციალური და მერე პენსია. გვიან მოხდა სოციალურის ჩარიცხვა, ხვალ მოდის და ხვალ დარიგდება პენსია. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ 2 თვეში ტალერში იქნება ბანკი“, – თქვა გამგებლის წარმომადგენელმა და დაამატა ისიც, რომ სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს გაზის შეყვანის პროცესი.

Media

აქცია სოფელ ტალერში

აქცია სოფელ ტალერში

22.07.2015 ფოტო: თამარ ზანთარაია, რადიო თავისუფლება