2015 წლის 14-17 ივლისი
რეგიონი
პოლიტიკა
აქცია
ოკუპირებულ სოფლებთან აღმართეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი, ოკუპირებულ მხარეს მოექცა ათ ჰექტარზე მეტი ტერიტორია და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთი მონაკვეთიც.
თბილისიდან ჩასული მოქალაქეები
ხელისუფლებას მოუწოდეს, უფრო ქმედით ზომებს მიმართოს მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს თხოვნით, აქტიურად ჩაერიოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებში.
ხელისუფლება
“არა ოკუპაციას”” Stop Russia! No Occupation შეაჩერე ანექსია”
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეჰპირდა, რომ მოსავლის აღებისას პრობლემები არ შეექმნებათ. საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე კი მთავრობა კი მუშაობა
2015 წლის 14 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაიმართა საპროტესტო აქცია რუსეთის მიერ „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ. “მცოცავი ოკუპაცია” ასე მოიხსენიებდნენ ქვემო ქართლში საოკუპაციო ძალების მიერ “საზღვრის” პერიოდულად გადმოწევას, რის შემდეგაც ამ მიწებზე საქართველოს მოქალაქეებს გადასვლა ეკრძალებოდათ. მორიგი ასეთი ფაქტი მოხდა 2015 წლის 10 ივლისს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონის სოფლების, ხურვალეთისა და წითელუბნის, აგრეთვე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს აღმართეს „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები. ოკუპირებულ მხარეს მოექცა ათ ჰექტარზე მეტი ტერიტორია და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთი მონაკვეთიც.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, ქმედითი ზომები მიეღო მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებას სთხოვდნენ.
საოკუპაციო ბანერების დადგმას როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. 14 ივლისს ხურვალეთში ჟურნალისტებიც ჩავიდნენ, რომლებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ “მცოცავი ოკუპაცია” მათ მიერ დადგმულ ბანერებთან ტრანსპარანტებითა და პლაკატებით გააპროტესტეს. “არა ოკუპაციას” Stop Russia! – ეწერათ ტრანსპარანტებზე.
ადგილობრივი მოსახლეობა კი ხელისუფლების დახმარებას ითხოვდა. მათ არ იცოდნენ, მისცემენ თუ არა რუსეთის მესაზღვრეები მოსავლის აღების საშუალებას და იმ ნაკვეთებში შესვლის უფლებას, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. ხურვალეთელების განცხადებით, სოფელი, რომელმაც 2008 წლის “აგვისტოს ომის” შემდეგ მიწის ნაკვეთების 70 პროცენტი, სასაფლაო და მთლიანი საძოვარი დაკარგა, მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის წინაშე დგას.
ხურვალეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩავიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეჰპირდა, რომ მოსავლის აღებისას პრობლემები არ შეექმნებოდათ. საოკუპაციო ხაზის გადმოწევით შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად, გამგებლის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებაში აქტიურად მუშაობდნენ.
“მცოცავი ოკუპაციის” წინააღმდეგ აქციები შემდეგ დღესაც გაგრძელდა, ამჯერად სოფელ ორჭოსანთან ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მსგავსი აქციები კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის პროვოცირებას იწვევდა. შსს-ს განცხადებით, აქციის 5 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
2015 წლის 14 ივლისი, ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება