EN

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 22 ივლისი

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

ლიდერები/ორგანიზატორი

მოძრაობა “შეცვალე”, “სირცხვილია”, “გაბედე” და ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის

მთავარი მოთხოვნა

გარდაცვალების ფაქტების ობიექტური გამოძიება

პროტესტის ადრესატი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! “”შემდეგი შეიძლება მე ვიყო”, “დაიცავი სიცოცხლე”

პროტესტის შედეგი

აქციის 3 მონაწილე პოლიციამ დააკავა

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – ამ ლოზუნგით მოძრაობებმა “შეცვალე”, “სირცხვილია”, “გაბედე” და ორგანიზაციამ “დემოკრატიული მომავლისთვის” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2020 წლის 22 ივლისს აქცია გამართეს. ისინი ბოლო პერიოდში გარდაცვლილი ახალგაზრდების საქმეთა ობიექტურად გამოძიებას მოითხოვნენ. იმ დღეს, როცა აქცია გაიმართა, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. იმავე პერიოდში მიმდინარეობდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაც. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს, მიმდინარეობდა საქმის სხვა და სხვა ფიგურანტის დაკითხვა.  საზოგადოების ნაწილი შიშობდა, რომ ამ ორ საქმე შესაბამისი უწყებები არასათანადოდ იძიებდნენ და ხელს აფარებდნენ მკვლელებს.

ამ ორ მკვლელობას ეხმიანებოდა შსს-სთან გამართული აქციაც. “შემდეგი შეიძლება მე ვიყო”; “დაიცავი სიცოცხლე” – ეჭირათ ტრანსპარანტები სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით გამოსულებს. აქციის მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელთათმანების შსს-ს ღობეზე გაკვრა და გზის გადაკეტვა  სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.  აქციაზე დააკავეს 3 მონაწილე – ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია. ისინი, მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.