EN

#ნანა,წადი

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 31 მაისიდან 6 ივნისამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ აქტივისტის დის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ არაჰუმანური პოსტი დაწერა

ლიდერები/ორგანიზატორი

ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები

მთავარი მოთხოვნა

დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ

პროტესტის ადრესატი

ნანა კოსტავა

პროტესტის შედეგი

ნანა კოსტავამ ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტადად დარჩა ქუთაისის საკრებულოში

“ნანა კოსტავა ქალაქის სირცხვილი”; „არა სიძულვილის ენას“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ 31 მაისს შეიკრიბნენ და მოითხოვეს, საკრებულო დაეტოვებინა ნანა კოსტავას.

მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ არაჰუმანურ პოსტს, რომლითაც მან მიმართა აქტივისტ სალომე ბარკერს, მისი დის, 16 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – 30 მაისს დაწერა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ.

31 მაისს ნანა კოსტავა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის, ასევე, გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. თუმცა, საკრებულოდან მისი გარიცხვის ბერკეტი არ არსებობდა. მას თავად უნდა ეთქვა უარი საკრებულოს წევრობაზე. ის საკრებულოდან წასვლას აპირებდა, თუმცა 3 ივნისს განაცხადა, რომ გადაიფიქრა.

6 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან, განათების ბოძებზე გააკრეს სტიკერები #ნანა, წადი. ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე. 

საბოლოოდ, ნანა კოსტავამ ფრაქცია “ქართული ოცნება — კონსერვატორები” დატოვა და ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა.