2021 წლის 20 მაისიდან 2 ივნისამდე
თბილისი და რეგიონი
სოციალური პირობები
გაფიცვა
დაბალი ხელფასები
კომპანიაში დასაქმებულები, დამოუკიდებელი პროფკავშირები „ლაბორ“
ხელფასებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება
კომპანია „წყალი მარგებელია“ („ნაბეღლავი“)
„ეს არის მონური შრომა“
მიიღეს ხელფასების ზრდის დაპირება
„ნაბეღლავის“ მძღოლებმა ხელფასის მატების დაპირების შემდეგ გაფიცვა შეწყვიტეს
https://netgazeti.ge/news/545739/”
2021 წლის 20 მაისს კომპანია „წყალი მარგებელიას“ („მინერალური წყალი ნაბეღლავი“) თბილისის ოფისში დასაქმებული მძღოლები და დისტრიბუტორები გაიფიცნენ. მათ აქცია გამართეს ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. 21 მაისს პროტესტს ქუთაისელი კოლეგები შეუერთდნენ. მათი თქმით, თვიური ხელფასი (ხელზე ასაღები) 637 ლარი იყო, რასაც მცირე ბონუსები (200-230 ლარი) ემატებოდა ხოლმე. გაფიცულები ხელზე ასაღები ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ, რაც საქსტატის 2020 წლის საშუალო ხელფასზე (1227 ლარი) ნაკლები იყო.
მძღოლებსა და დისტრიბუტორებს (რომლებიც „მარგებელია“ ჰოლდინგში, შპს „ენგადში“ მუშაობდნენ) მოგვიანებით კომპანიაში დასაქმებული სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ. კომპანიის ცნობით, გაფიცული იყო ჯამში 70 თანამშრომელი.
კომპანიამ გაფიცული თანამშრომლების პრეტენზიას განცხადებით უპასუხა. ტექსტში ეწერა, რომ „2020 წელი კომპანიისთვის განსაკუთრებულად რთული იყო და მათ პანდემიური კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადეს“. კომპანიამ მადლობა გადაუხდა იმ თანამშრომლებს, რომლებმაც „გამოიჩინა გულისხმიერება და მიუხედავად არსებული ვითარებისა, განაგრძობს მუშაობას“.
25 მაისს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც „დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა და ქარხანამ მუშაობა განაახლა“. კომპანიის დირექტორი გამოთქვამდა მზადყოფნას, ჩასულიყვნენ ქარხანაში და ესაუბრათ თანამშრომლებთან – „კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს“.
კომპანიიდან ხელფასისა და საბონუსე დანამატების გაზრდის შესახებ დაპირების მიღების შემდეგ, 2 ივნისიდან აქცია შეწყვიტეს სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლებმაც.