EN

მცირე მეწარმეთა აქცია

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2010 წლის 21-26 ოქტომბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება

ლიდერები, ორგანიზატორი

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი

მთავარი მოთხოვნა

შეწყდეს მცირე მეწარმეების დაკავება და დაჯარიმება, პარლამენტმა კი უნდა მიიღოს კანონი ფიქსირებული გადასახადის დაწესებისა და დამატებული ღირებულების 5%-მდე შემცირების შესახებ

პროტესტის ადრესატი

ხელიუსფლება

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„თავისუფლება ვაჭრობას“
მოვითხოვთ დაპატიმრებული წვრილი მოვაჭრეების გათავისუფლებას

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია

2010 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა მცირე მეწარმეებმა გადასახადების შემცირება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ ხალხისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერები. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო მცირე მეწარმეების დაკავება და დაჯარიმება, პარლამენტს კი მიეღო  კანონი ფიქსირებული გადასახადის დაწესებისა და დამატებული ღირებულების 5%-მდე შემცირების შესახებ.

მეწარმეების პროტესტის მიზეზი გადასახადების ადმინისტრირების გამკაცრება გახდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ერთი თვის განმავლობაში არაერთი მცირე მეწარმე დააჯარიმა. გახშირდა სავაჭრო ობიექტების დალუქვისა და მეწარმეთა დაკავების ფაქტებიც. 

პირველად უკმაყოფილება ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა გამოთქვეს. 21 ოქტომბერს გამართულ მცირე მეწარმეთა აქციას ოპოზიციური მოძრაობის „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები შეუერთდნენ, თუმცა სულ მალე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ლილოს ბაზრობის დაცვის თანამშრომლებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაკეტა. თუმცა ამ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

Media

მცირე მეწარმეები

მცირე მეწარმეები

ფოტო: რადიო თავისუფლება