1994 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ გორში მოძრაობამ “სიცოცხლისათვის” გამართა სანქცირებული მიტინგი სიცოცხლის გადასარჩენად, რომელზეც მიიღეს მიმართვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძისა და გაეროს გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის მიმართ. მიტინგის მონაწილენი ედუარდ შევარდნაძისგან მოითხოვდნენ სასიცოცხლო პროდუქტებზე საბარათო სისტემის შემოღებას, სიღატაკის ოფიციალური ზღვრის დადგენას კუპონებში; აგრეთვე, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დღემდე აღებული კრედიტების, ჰუმანიტარული დახმარებების რაოდენობის, პასუხისმგებელ პირთა გამოქვეყნებას და სად, როდის მოხმარდა მოსახლეობას ეს დახმარება”.
სახელმწიფოს მეთაურისადმი მიმართვის ტექსტი მთავრდება მოთხოვნით: “ბატონო ედუარდ, ჩვენ ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას!”
მოძრაობა “სიცოცხლისათვის” მიერ გამართული მიტინგის მონაწილენი ბუტროს ბუტროს-გალის მიმართავენ თხოვნით, “იშუამდგომლოს დონორ ქვეყნებთან, რათა შეაჩერონ საქართველოსთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა, ვიდრე არ იქნება მტკიცე გარანტიები, რომ გაჭირვებული ხალხი მიიღებს განკუთვნილ დახმარებას”.