EN

კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე

პროტესტის არეალი

ეროვნული

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

კოვიდრეგულაცების დაწესებას

ლიდერები/ორგანიზატორი

რეგულაციების შემსუბუქება

მთავარი მოთხოვნა

მოქალაქეები, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები

პროტესტის ადრესატი

“„გაუქმდეს საკარანტინო ზონები!“ „ტურიზმი არ კლავს“, „ტურიზმის=ეკონომიკა“; „დააბრუნეთ ავიაკომპანიები“

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

ქოლგები, ანიმატორების ტანსაცმელები

ვიზუალური ელემენტები

ნაწილობრივ შემსუბუქდა რეგულაციები და ბოლოს კი სრულად მოიხსნა

პროტესტის შედეგი

2019 წლის ბოლოდან მსოფლიოში გავრცელება დაიწყო ახალმა კორონავირუსმა COVID-19-მა, რომლით ინფიცირების შემთხვევები პირველად ჩინეთში დაადასტურეს. 

დაავადებებამ პანდემია გამოიწვია, რადგან ეს ამ ვირუსის გავრცელების ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო. შემთხვევების გლობალურად გამრავლების გამო, რამდენიმე კვირაში, სოციალური აქტივობების შესაზღუდად, ქვეყნები უკვე მკაცრ რეგულაციებს აწესებდნენ. 

საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსის გამო ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა,. ამ დროს ინფიცირების დაახლოებით 50 შემთხვევა ფიქსირდებოდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღმასრულებელ ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდა. 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა იმ მიზეზით, რომ სარიტუალო თავყრილობაზე მყოფ ქალს  კორონავირუსი დაუდასტურდა.

უკვე 31 მარტიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო კარანტინი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა:

  • 3 ადამიანზე მეტის შეკრება;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის ქალაქებს შორის (გამონაკლისი იყო ტაქსი);
  • გამოცხადდა „კომენდანტის საათი“ – 21:00 საათიდან 06:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება ნებადართული იყო მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ადამიანებისთვის.

შეზღუდვების ნაწილი კი ჯერ კიდევ სრულმასთაბიანი კარანტინის გამოცხადებამდე მოქმედებდა. მათ შორის, უკვე 18 მარტიდან აკრძალული იყო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის. 

პირველი აქცია 19 მარტს გურჯაანი-თელავის და გურჯაანი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა გამართეს და კომუნალური გადასახადების გადავადება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. 

შემდეგ კვირებშიც გაგრძელდა აქციები კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ:

  • 22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში გააპროტესტეს კოვიდრეგულაციები. მოსახლეობა წუხდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ.
  • 23 აპრილს პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” მთავრობის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნოთ იპოდრომზე გამართა აქცია. ისინი პოლიციამ დააკავა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო.
  • 2020 წლის 30 ივნისს ქუთაისში გიდებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს ქოლგებით: ​​​​​​​„გიდები ქოლგებით – ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!“  ისინი პანდემიის გამო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მუშაობდნენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ;
  • 2020 წლის 15 ივლისს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ უსაფრთხო ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნისა და ფრენების აღდგენის მოთხონით. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ წარწერები: „გაუქმდეს საკარანტინო ზონები!“ „ტურიზმი არ კლავს“, „ტურიზმი=ეკონომიკა“; „დააბრუნეთ ავიაკომპანიები“;
  • 2020 წლის 31 ივლისს ბლოკპოსტის მოწყობა გააპროტესტა სოფელ ყარაჯალის მოსახლეობამ, რომელიც კარანტინის გამო უნდა ჩაკეტილიყო. მოსახლეობა ითხოვდა სოფლის დატოვება შეძლებოდათ მათ, ვინც ტესტირება გაიკეთა და ვირუსზე უარყოფითი პასუხის მიიღო. მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის პროდუქტების რეალიზაცია იყო, რასაც ჩაკეტვის შემდეგ ვეღარ შეძლებდნენ;
  • 2020 წლის 2 აგვისტოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევის მოსახლეობამ მარტში დაკეტილი საკვირაო ბაზრის აღდგენის მოთხოვნით გამართა აქცია. ობიექტის დახურვის გამო 700-მდე მოვაჭრე შემოსავლის გარეშე დარჩა;
  • 2020 წლის 17 აგვისტოს მესტიის გახსნის მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, არ ჰქონდათ პროდუქტის საკმარისი მარაგი. მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოდან ჩაკეტილი იყო;
  • 2020 წლის 1 სექტემბერს ბათუმში, ერას მოედანზე კერძო საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მათი აღსაზრდელების მშობლები გამოვიდნენ. ისინი მოითხოვდნენ, უფრო ადრე გახსნილიყო კერძო ბაღები, ვიდრე გამოცხადებულ პირველ ოქტომბერს. კერძო ბაღების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვთ სწავლის დაწყების თარიღის გადაწევა კი ძალიან აზარალებთ.
  • 2020 წლის 2 სექტემბერს ბათუმში კიდევ ერთი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან. გასაპროტესტებლად გამოვიდა 50-მდე თვითდასაქმებული, რომელებიც თურქეთში მუშაობდნენ და კომპენსაციები მოითხოვეს. მათი თქმით, მთავრობის გამოყოფილი ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარება საკმარისი არ იყო.
  • 2020 წლის 24 ოქტომბერს თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან „ლეიბორისტულმა პარტიამ“  გამართა აქცია სახელწოდებით „არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას“. მათი მოთხოვნა იყო სოციალურად დაუცველებისთვის ათასლარიანი კომპენსაცია, პირბადეების დარიგება და სეზონური ვაქცინაციით უზრუნველყოფა;
  • 2020 წლის 30 ნოემბერს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კომენდანტის საათის გაუქმებისა და პოლიტპატიმრების (იგულისხმება კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა და გიორგი რურუა) გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. მოძრაობა „საქართველოს“ წევრებმა ღამე კარვებში გაათენეს, საღამოს ცხრა საათის მერე დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად;
  • 2021 წლის 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში მშობელთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა და მკაფიო გეგმა მოითხოვა იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დაიწყებდა ფუნქციონირებას სკოლები და საბავშვო ბაღები;
  • 2021 წლის 24 იანვარს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს დაუმორჩილებლობის აქცია-პერფორმანსი. ისინი „კომენდატის საათის“ დადგომის შემდეგ გაემართნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ და მოითხოვეს აკრძალვების გაუქმება;
  • 2021 წლის 25 იანვარს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართა აქცია „ტრანსპორტი ყველას“. დემონსტრანტები მოითხოვდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას;
  • 2021 წლის 26 იანვარს კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. აქციაზე მივიდნენ ანიმატორების ფორმებში გადაცმული დემონსტრანტები, რადგან რეგულაციების მიხედვით მუშაობის უფლება არ ჰქონდათ ბავშვთა გასართობ ცენტრებს. ერთ-ერთ აქტივისტს NCDC-ის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მისამართით ჰქონდა წარწერა: „გამყრელიძემ ფულის მონამ საქართველო დაამონა“;
  • 2021 წლის 28 იანვარს ქუთაისში ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მოთხოვნით აქცია გამართეს – ისინი ამბობდნენ, რომ თუ ტრანსპორტი არ ამუშავდებოდა, აზრს კარგავდა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გახსნა;
  • 2021 წლის 31 იანვარს ქუთაისში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებიც მიიჩნევდნენ, რომ „ხელისუფლებამ დააპატიმრა ბიზნესი, განათლება, ეკონომიკა“. აქციის მონაწილეებმა გამართეს პერფორმანსი. ერთ-ერთმა მიიტანა გალია, რომელშიც იდო ფურცელი წარწერით “ეკონომიკა”;
  • 2021 წლის 31 იანვარს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართა სახელწლოდებით „ტრანსპორტი ყველას“;
  • 2021 წლის 6 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ადამიანმა ხელისუფლებას მოსთხოვა, „გაეხსნა ქვეყენა“;
  • 2021 წლის 7 თებერვალს, გამთენიას, 05:00 საათზე, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დატოვეს დედაენის ბაღი აქტივისტებმა, რომლებიც დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ „კომენდანტის საათის“ გამო;
  • 2021 წლის 6 მარტს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა „კომენდანტის საათის“ გაუქმება მოითხოვეს;
  • 2021 წლის  20 მარტს კვლავ „კომენდანტის საათის“ გაუქმება და „ქვეყნის გახსნა“ მოითხოვეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა. აქცია გაიმართა 21 მარტსაც.

საქართველოში რეგულაციები ეტაპობრივად იცვლებოდა, თუმცა უცნობია, რამდენად იყო ეს საზოგადოების პროტესტზე პასუხი: 2021 წლის 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, 30 ივნისიდან „კომენდანტის საათი“ გაუქმდა, 2022 წლის 28 მარტიდან, როცა მთავრობამ პანდემიის დასრულებაზე დაიწყო ლაპარაკი, კოვიდრეგულაციები სრულად გააუქმა.