EN

გიორგი ყორღანაშვილის შიმშილობა

left arrow

2000

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2000 წლის 15-27 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

ელექტროენერგიის გადასახადი 12 თეთრამდე გაზრდა

ორგანიზატორი

მოძრაობა სიცოცხლისთვის თავმჯდომარე გიორგი ყორღანაშვილი

მთავარი მოთხოვნა

ელექტროენერგიის ტარიფის არ გაზრდა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ყორღანაშვილის თქმით, მიხვდა, რომ ამ ფორმით პროტესტს აზრი არ ჰქონდა და შიმშილობა შეწყვიტა.

2000 წლის 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ელექტროენერგიის გადასახადი 12 თეთრამდე გაიზრდებოდა. “მოძრაობა სიცოცხლისთვის” თავმჯდომარემ, 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯუმბერ პატიაშვილის შტაბის უფროსმა გიორგი ყორღანაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. გარდა ამისა, იგი უარყოფითად აფასებდა საქართველოში შექმნილ დღევანდელ ვითარებას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვდა. ყორღანაშვილის შიმშილობა 12 დღეს გაგრძელდა, რამაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. ამასთან, პრესკონფერენცია ჰქონდა დანიშნული, რომელიც მედიის უინტერესობის გამო ჩაიშალა. “მივხვდი, რომ არანაირი აზრი არ აქვს პროტესტს, მით უმეტეს ამ ფორმით. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ შიმშილობა შევწყვიტო”, – თქვა მან. 27 მაისს გიორგი ყორღანაშვილის შიმშილობა უშედეგოდ დასრულდა.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 2000 წელი