EN

ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრთა აქცია

left arrow

2000

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2000 წლის 24 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

წლის ბიუჯეტის სეკვესტრი კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალსაც ეხებოდა

ორგანიზატორი

კოოპერატიული ბინათმშენებლობის უფლებათა დაცვის ასოციაცია

მთავარი მოთხოვნა

ბიუჯეტის სეკვესტრი არ შეხებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალს

პროტესტის ადრესატი

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი

ტრანსპარანტები

დაგვიბრუნეთ ჩვენ მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი ფული!, ხელისუფლებავ, გეშინოდეს ხალხის რისხვის.

პროტესტის შედეგი

ფინანსთა მინისტრმა შეუთვალა აქციის მონაწილეებს, რომ კარგად არ იცნობს მათ პრობლემებს, ამიტომ იმ დღეს ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ უპასუხებდა. დაჰპირდა, რომ გაეცნობოდა ამ საკითხს და ორი დღის შემდეგ შეხვდებოდა

2000 წლის 24 მაისს კოოპერატიული ბინათმშენებლობის უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრებმა ფინანსთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობდნენ, რომ წლევანდელი წლის ბიუჯეტის სეკვესტრში კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალიც მოჰყვება, ამიტომ სურდათ ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრა, პრობლემების ახსნა, რომ იქნებ სეკვესტრი ამ თანხას არ შეხებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტი და კოოპერატივის რამდენიმე წევრი, მინისტრის ნაცვლად, შიდა ვალების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მალხაზ ბერბერაშვილმა მიიღო. ფინანსთა მინისტრმა ბერბერაშვილის პირით შეუთვალა აქციის მონაწილეებს, რომ კარგად არ იცნობს მათ პრობლემებს, ამიტომ იმ დღეს ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ უპასუხებდა. დაჰპირდა, რომ გაეცნობოდა ამ საკითხს და ორი დღის შემდეგ შეხვდებოდა.

პრობლემა არ მოგვარდა. ასოციაციის წევრები 2000 წლის ივნისშიც შეიკრიბნენ. როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს, ტრადიციული მსვლელობის მარშრუტი ასეთი იყო: კანცელარია-პარლამენტი-ფინანსთა სამინისტრო. მათ ტრანსპარანტებზე იკითხებოდა: “დაგვიბრუნეთ ჩვენ მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი ფული!” “ხელისუფლებავ, გეშინოდეს ხალხის რისხვის”. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა" 26 ივნისი-2 ივლისი, 2000