EN

გავრილოვის ღამე

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისამდე

პროტესტის არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მისვლას და ერთ-ერთი მათგანის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას.

ლიდერები/ორგანიზატორი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები: ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე და სხვები

მთავარი მოთხოვნა

პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“„ოკუპანტო, გააჯვი“, NAXUI
„რუსეთი ოკუპანტია,“ “”არა მცოცავ ოკუპაციას,“ „საქართველოს არ სჭირდება ოკუპანტი ღორები“

შეძახილები

„რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“

პროტესტის შედეგი

გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება.

მნიშვნელოვანი რესურსები

“აქციის დაშლა – პირდაპირი ეთერი, ON.ge
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=391069424843883&t=0

რა ხდებოდა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე — ფოტოები. On.ge
https://go.on.ge/14w2

სირცხვილიას ვებსაიტი
https://shame.ge/sm-campaigns/vithkhovth-proportsiul-archevnebs
აქციის დაშლა ფოტორეპორტაჟი https://shorturl.at/9FOuQ”

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა. ამ ღონისიძების ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში იმყოფებოდნენ. სხდომას უნდა გაძღოლოდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

ამან ოპოზიციონერ დეპუტატებში გაბრაზება გამოიწვია, ისინი სხდომათა დარბაზში შევიდნენ და გავრილოვს სხდომის წაყვანის უფლება არ მისცეს – დახიეს მისი ფურცლები და დაიკავეს თავმჯდომარის ადგილი. ამ მიზეზით, რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო „რედისონში“ გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს. „რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“ — სკანდირებდნენ სასტუმროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები. მოგვიანებით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

გავრილოვის ჩასვლა ზუგდიდშიც გააპროტესტეს. აქცია, სახელწოდებით „სირცხვილია“ სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს. „რუსეთი ოკუპანტია,“ “არა მცოცავ ოკუპაციას,“ „საქართველოს არ სჭირდება ოკუპანტი ღორები“ – ეჭირათ ტრანსპარანტები.

მოგვიანებით, იმავე დღეს, რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს, თუმცა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე, მოულოდნელად, ათასობით ადამიანი მივიდა, ოპოზიციამ კი პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენება მოითხოვა. მოგვიანებით საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ, მოქალაქეები კი სპეცრაზმელებს აღჭურვილობას ართმევდნენ, მათ პარლამენტში შესვლა სურდათ. დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. ცრემლმდენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ისევ ბრუნდებოდნენ პარლამენტის შენობასთან. ამ ღამით 240 ადამიანი დაშავდა. სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა. სპეცრაზმელების ტყვიები მოხვდათ პარლამენტთან მომუშავე ჟურნალისტებსაც. პოლიციამ ამ ღამით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

21 ივნისს თანამდებობა დატოვა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ასამბლეის ჩატარების ინიციატორმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი.