EN

დუშელების საპროტესტო აქცია

left arrow

1999

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1999 წლის 10 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

გარემოს დაცვა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ხე-ტყისა და ინერტული მასალების რაიონიდან უნებართვოდ გატანა

ორგანიზატორი

დუშეთის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

ბაზალეთის ტბის მოვლა-პატრონობის საკითხები საკრებულოების გვერდის ავლით კი არა, დემოკრატიული გზით გადაწყდეს

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

პროტესტის შედეგი

მიტინგმა მიიღო რეზოლუცია და წაიკითხეს მიმართვა პრეზიდენტისადმი

1999 წლის ივლისში დუშელების საპროტესტო აქცია გაიმართა. დუშეთში შეკრებილები აპროტესტებდნენ ხე-ტყისა და ინერტული მასალების რაიონიდან უნებართვოდ გატანას. ავტოინსპექციამ ჭოპორტთან დააკავა მისაბმელიანი ავტომანქანა, რომლითაც სამასამდე წიფლის მორი გადაჰქონდათ. შემოწმებისას გაირკვა, რომ საგადასახადო ინსპექციაში 50 კუბური მეტრის ღირებულება გადახდილი ჰქონდათ, მაგრამ ხე-ტყის გამტანს, ყალბი ნებართვა აღმოაჩნდა.

დუშეთის საკრებულოს წევრმა გიორგი წიკლაურმა გაზეთ “დრონს” უთხრა, რომ “შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა, ეკოლოგიურად იწამლება ტბა, მდინარეები, უმოწყალოდ ნადგურდება თევზი, ნადირ-ფრინველი”. დუშელები ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გააქტიურების მომხრენი იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. ისინი მოითხოვდნენ, რომ ბაზალეთის ტბის მოვლა-პატრონობის საკითხები საკრებულოების გვერდის ავლით კი არა, დემოკრატიული გზით გადაწყვეტილიყო. 

მოსახლეობას აღელვებდა მიწის პრივატიზების საკითხიც. ისინი ამბობდნენ, რომ თითოეულ კომლს 100-300 ლარი გადაახდევინეს, რაც არც ერთ რაიონში არ მომხდარა.  ისიც თქვეს, რომ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები უკანონოდ გაიცემა. 

დუშელების საპროტესტო აქცია რეზოლუციის მიღებითა და პრეზიდენტისადმი მიმართვის წაკითხვით დასრულდა.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "დრონი", 1999 წელი