EN

სოფელ ჯვარში გაფიცვა

left arrow

1999

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1999 წლის 13-19 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

10 თვის განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასებს

ორგანიზატორი

ენგურჰესის სარემონტო სამუშაოებში მონაწილე მუშები

მთავარი მოთხოვნა

სახელფასო დავალიანების დაფარვა

პროტესტის ადრესატი

საქენერგო

პროტესტის შედეგი

შედეგი არ ჰქონია

10 თვის გაუცემელი ხელფასების მიღების მოთხოვნით სოფელ ჯვარში გაფიცვა დაიწყო. პროტესტში მონაწილეობდა ენგურჰესის სარემონტო სამუშაოებში ჩართული 50 მუშა. 1999 წლის ივლისში მათ გადაკეტეს სასმელი წყლის მილი, რაც ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილენი არ აპირებდნენ გაფიცვის შეწყვეტას, სანამ მათი დამსაქმებელი “საქენერგო” სახელფასო დავალიანებას არ დაფარავდა. გაფიცვა დაახლოებით ერთ კვირას გრძელდებოდა. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 19-25 ივლისი 1999 წელი