EN

„დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“

left arrow

2018

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 3 სექტემბერი – 2020 წლის 22 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში მდებარე შენობაში დაბრუნდა სამუშაოდ

ორგანიზატორი

ქუთაისის მაცხოვრებლები

მთავარი მოთხოვნა

პარლამენტმა მუშაობა ქუთაისში არსებული შენობიდან გააგრძელოს

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პარლამენტი

ტრანსპარანტები

“დატოვე პარლამენტი ქუთაისში”, “ნუ მოკლავ მომავალს”

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

2018 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად ბრუნდებოდა და საკანონმდებლო საქმიანობა ისევ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში გაგრძელდებოდა. 2012-დან 2014 წლამდე პარლამენტი ქუთაისში ახლად აშენებულ შენობაში ფუნქციონირებდა. 2014 წელს საკომიტეტო განხილვები თბილისში იმართებოდა, ხოლო პლენარული სხდომები – ქუთაისში, 2019 წლიდან კი კვლავ მხოლოდ თბილისში განთავსდებოდა პარლამენტი. 

2018 წლის 3 სექტემბერს ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოსთან, გაიმართა საპროტესტო აქცია სლოგანით „დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“

შეკრებილები მიიჩნევდნენ, რომ  ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქალაქისთვის, ასევე – ქვეყნისთვის. მათივე თქმით, პარლამენტის თბილისში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები არადამაჯერებელი გახლდათ და აუცილებლად მიაჩნდათ, ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეეცვალა.

“დატოვე პარლამენტი ქუთაისში”; “ნუ მოკლავ მომავალს” – ეჭირათ ტრანსპარანტები. ქუთაისელმა აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნეს და მასაც “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” დაარქვეს. 

ხელისუფლებამ კი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. აქტივისტებმა რამდენიმე აქცია კიდევ გამართეს. თუმცა შენობა კვლავ უფუნქციოდ დარჩა. 

Media

აქცია პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქუთაისში

აქცია პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქუთაისში

22 თებერვალი, 2020. ფოტო: ქუთაისიპოსტი