EN

დაიცავი რვაფეხა

left arrow

2014

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2014 წლის 6 დეკემბერი – 2015 წლის 7 იანვარი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

კულტურა

პროტესტის ფორმა

აქცია, ციფრული აქტივიზმი

პროტესტის მიზეზი

რვაფეხას ნაგებობის დანგრევა იგეგმებოდა

ორგანიზატორი

ბათუმელი აქტივისტები

მთავარი მოთხოვნა

“რვაფეხასთვის” კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება და რესტავრაცია.

პროტესტის შედეგი

“რვაფეხა” აღადგინეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2014 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ „რვაფეხას“ დანგრევა ემუქრებოდა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა აქციები დააანონსეს. პირველი აქცია 2014 წლის 6 დეკემბერს გაიმართა. “რვაფეხას” ნაგებობაში მდებარე კაფე “ფანტაზიის” გადასარჩენად პეტიცია მომზადდა, რომელზეც აქციის მხარდამჭერებმა სოლიდარობის ნიშნად საკუთარი ანაბეჭდები დატოვეს. ისინი ითხოვდნენ “რვაფეხასთვის”   კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას და რესტავრაციას. აქციას ბათუმის მერი და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა

აქციის პარალელურად ფეისბუქში აქტივისტებმა დაიწყეს სხვადასხვა კამპანია „რვაფეხას“ დასაცავად.  ბათუმელები სოციალურ ქსელში ტვირთავდნენ „რვაფეხასთან“ დაკავშირებულ მოგონებებს, ფოტოებს და მოქალაქეებს მისი  დაცვისაკენ  მოუწოდებდნენ. შეიქმნა ფეისბუქგვერდი კაფე ფანტაზია.

მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, ბათუმელებს სურდათ „რვაფეხას“ შენარჩუნება, აჭარის მთავრობა, რომლის ბალანსზეც იყო შენობა, ორჭოფობდა. აჭარის მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, „რვაფეხა“ ძეგლი არ იყო და იგი აღდგენას არ ექვემდებარებოდა.  

2015 წლის თებერვალში „რვაფეხას“ საკითხზე აჭარის მთავრობა საზოგადოება „ბათომის“ წევრებს და აქტივისტებს შეხვდა, თუმცა „რვაფეხას“ გადარჩენის საკითხი დროში გაიწელა, შენობას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს და მხოლოდ 2016 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და „რვაფეხას“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი „ქართუ“ აღადგენდა.

„რვაფეხას“ აღდგენა 2017 წელს დაიწყო. რეკონსტრუქცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. 2019 წლის 21 აგვისტოს, ბათუმის „რვაფეხა“ საზეიმოდ გახსნა მთავრობამ.

Media

რვაფეხა რეაბილიტაციამდე

რვაფეხა რეაბილიტაციამდე

ფოტო: ბათუმელები