2015 წლის 31 იანვარი – 2016 წლის 19 აპრილი
თბილისი
იურბანული
აქცია
პანორამა თბილისის პროექტი
ნატა ფერაძე, გიგა მაქარაშვილი
არ აშენდეს “პანორამა თბილისი”
ბიძინა ივანიშვილი, მერია, მთავრობა
„პაNOრამა“, „სოლოლაკის გორა თბილისის მთავარი იდენტობაა“, „პანორამა არა ყლე“.
არა პანორამას!
შედეგი არ მოჰყოლია – პროექტის მშენებლობა დაიწყო
“ვახო ქარელის ფოტოები
https://www.facebook.com/media/set/?set=a.10205394417407620&type=3
სოლოლაკის ქედზე აქციის ფოტოები
https://netgazeti.ge/news/38360/”
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილზე ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდმა“ „პანორამა თბილისის“ აშენება გადაწყვიტა. პროექტის მიხედვით, სოლოლაკის ფერდზე უნდა აშენებულიყო სასტუმრო და ბაღი, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე შენობას საბაგიროთი დაუკავშირდებოდა.
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი პროექტის დამტკიცებამდე დაიწყო. თბილისის საკრებულომ 30 დეკემბრის სხდომაზე ცვლილება შეიტანა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ამ გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა და საქმიან და საცხოვრებელ ზონად იქცა. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რის გამოც ოთხი მათგანი 30 დეკემბერს პოლიციამ დააკავა. რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. აქტივისტებმა ბრძოლა განაგრძეს.
მოქალაქეები თბილისის საკრებულოს წინ 2015 წლის 31 იანვარს შეიკრიბნენ – ითხოვდნენ, არ აშენებულიყო „პანორამა თბილისი“. მოგვიანებით დემონსტრანტები სოლოლაკის ქედისკენ დაიძრნენ, სადაც კომპლექსის ერთი ნაწილის აშენება იყო დაგეგმილი და ცოცხალი ჯაჭვით დაწერეს SOS.
შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც უერთდებოდნენ ურბანულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და რამდენიმე სხვა ორგანიზაციაც: „ტფილისის ჰამქარი“, „პარტიზანული მებაღეობა“, „იარე ფეხით“, „თბილისის არქიტექტურული ფორუმი“, „ჩემი ქალაქი“, „კამპუსი“, „მწვანე ალტერნატივა“, „მწვანე მუშტი“, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, საზოგადოებრივი ინიციატივა “გადავარჩინოთ რვაფეხა”, საზოგადოება “ბათომი”, „ფრონტლაინ-ჯორჯია“, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, „რაჭის დამცველები“, „ანტიტექტურა“.
კიდევ ერთი აქცია ისევ საკრებულოსთან 2015 წლის 19 ივლისს გაიმართა. დემონსტრანტებს ეჭირათ ფურცლები წარწერებით: პაNoრამა, „არა პანორამას!“, „სოლოლაკის გორა თბილისის მთავარი იდენტობაა!“ და „ჩვენ არ გავჩერდებით!“. ერთ-ერთ მათგანს, გიგა მაქარაშვილის ტრანსპარანტზე კი ეწერა – „პანორამა არა, ყლე!“
იმ დღეს პოლიციამ გიგა მაქარაშვილი უხამსი სლოგანის ბანერის დაჭერის გამო „წვრილმანი ხულიგნობის“ ბრალდებით დააკავა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი). მისი დაკავების შემდეგ იმავე წარწერებით 6-მა აქტივისტმა პოლიციელების წინ დემონსტრირება დაიწყო სოლიდარობის ნიშნად. იმ დღეს პოლიციამ ჯამში 10 ადამიანი დააკავა. 23 ივლისს კი მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმების გადახდა დააკისრა.
მოქალაქეები წარწერებით „პაNOრამა“ 2016 წლის 23 აპრილსაც შეიკრიბნენ.
6,5 წლის შემდეგ, 2022 წლის 15 დეკემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ივლისს დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების უფლება). საქართველოს დაევალა, თითოეული მომჩივანისთვის სამი თვის განმავლობაში აენაზღაურებინა მატერიალური ზიანი [ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაკისრებული 100-ლარიანი ჯარიმა] 40 ევროს და მორალური ზიანი 1000 ევროს სახით.
საბოლოოდ, თბილისში პანორამა თბილისის მშენებლობა დაიწყო.
31 იანვარი 2015 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი
2015 წლის 19 ივლისი. ფოტო: გიორგი დიასამიძე, ნეტგაზეთი
19 ივლისი, 2015 წელი. ფოტო: ვახო ქარელი