EN

ჩამორთმეული ავტომანქანების მძღოლების საპროტესტო აქცია

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2017 წლის 20 დეკემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ხე-ტყის უკანონო გადაზიდვისას მძღოლებს მანქანები ჩამოართვეს და არ უბრუნებდნენ.

ორგანიზატორი

მძღოლები

მთავარი მოთხოვნა

ჩამორთმეული მანქანების დაბრუნება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

გუბერნატორი აქციის მონაწილეებს შეხვდა, პრობლემებს გაეცნო და საკითხში გარკვევას დაჰპირდა.

2017 წლის 20 დეკემბერს ხე-ტყის უკანონო გადაზიდვისას ჩამორთმეული ავტომობილების მძღოლებმა ახალციხეში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამართალდამცველებისგან საკუთრების დაბრუნებას მოითხოვდნენ. მძღოლების ნაწილი აცხადებდა, რომ დოკუმენტაციის წარდგენისა და ნებართვის მიუხედავად, ისინი მაინც დაჯარიმდნენ, რის გამოც საგამოძიებო უწყებებმა ადგილობრივებს ხე-ტყის გადატანისას 250–მდე მანქანა ჩამოართვეს. 

ადგილობრივთა მტკიცებით, ავტომობილების უმეტესობა უსამართლოდ არის ჩამორთმეული. ხე-ტყის უკანონოდ ჭრასა და გადაზიდვაზე კონტროლს სამი უწყება – შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. ჩამორთმეული მანქანების ნაწილი ახალციხეში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში, ნაწილი კი ე.წ. თბილი წყლების მიმდებარედ იყო გაჩერებული.

პრობლემების მოსაგვარებლად აქციის სამი წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს შეხვდა. მათ რეგიონის პირველ პირს საქმის დროულად გამოძიების მიზნით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია სთხოვეს.

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები დაიშალნენ. სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი აქციის მონაწილეებს შეხვდა, პრობლემებს გაეცნო და საკითხში გარკვევას დაჰპირდა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ პრობლემის მოგვარება, კანონმდებლობის შესაბამისად, გარკვეული საპროცესო ნორმების დაცვას მოითხოვს.

Media

მძღოლების აქცია, 2017 წელი

მძღოლების აქცია, 2017 წელი

ფოტო: მაია იველაშვილი, რადიო თავისუფლება