EN

ბორჯომის თანამშრომლების აქცია

left arrow

2021

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 18 მაისიდან 26 მაისამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, ადგილის დაკავება, მარში

პროტესტის მიზეზი

მძიმე სამუშაო პირობები

ლიდერები/ორგანიზატორი

კომპანიაში დასაქმებულები, დამოუკიდებელი პროფკავშირები „ლაბორ“

მთავარი მოთხოვნა

ხელფასებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება

პროტესტის ადრესატი

IDS ბორჯომი საქართველოს („ბორჯომის“) წინააღმდეგ

პროტესტის შედეგი

ხელფასები გაიზარდა და მიიღეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირება

მნიშვნელოვანი რესურსები

“ბორჯომის გაფიცვა: საფუძველი, მოთხოვნები და კომპანიის პასუხი

ბორჯომის გაფიცვა: საფუძველი, მოთხოვნები და კომპანიის პასუხი


მთავარი არხი
https://www.facebook.com/watch/?v=310670693931408″

21-დღიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, 2021 წლის 18 მაისს მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „ბორჯომის“ (IDS ბორჯომი საქართველოს) თანამშრომლები ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების (შესვენების და დასვენების უფლება, ზოგი მათგანი 7 დღეს მუშაობდა) მოთხოვნით გაიფიცნენ. ამ მიზეზით სრულად გაჩერდა ორივე ქარხან. გაფიცული იყო 400-მდე თანამშრომელი. თანაშრომლებმა კარვები გაშალეს კომპანიის შესასვლელთან.

დასაქმებულები ამბობდნენ, რომ  მათი ხელფასები 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 20 მაისს კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ბორჯომში მსვლელობა მოაწყეს.

26 მაისს ცნობილი გახდა, რომ 400-მდე თანამშრომლის მოთხოვნა ხელფასების ზრდაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე დაკმაყოფილდა – მათ შორის შეთანხმება გაფორმდა. 27 მაისიდან თანამშრომლები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ.