საქართველოში გამართული პროტესტების ისტორია ასახავს ქვეყნის განვითარებას 1991 წლიდან და თავს უყრის ყველა იმ დიდ თუ პატარა ამბავს, რომელმაც წინააღმდეგობის სურვილი გააჩინა საზოგადოებაში
მთავარი არხი
https://www.facebook.com/watch/?v=310670693931408″
ბორჯომის თანამშრომლების აქცია
21-დღიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, 2021 წლის 18 მაისს მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „ბორჯომის“ (IDS ბორჯომი საქართველოს) თანამშრომლები ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების (შესვენების და დასვენების უფლება, ზოგი მათგანი 7 დღეს მუშაობდა) მოთხოვნით გაიფიცნენ. ამ მიზეზით სრულად გაჩერდა ორივე ქარხან. გაფიცული იყო 400-მდე თანამშრომელი. თანაშრომლებმა კარვები გაშალეს კომპანიის შესასვლელთან.
26 მაისს ცნობილი გახდა, რომ 400-მდე თანამშრომლის მოთხოვნა ხელფასების ზრდაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე დაკმაყოფილდა – მათ შორის შეთანხმება გაფორმდა. 27 მაისიდან თანამშრომლები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ.