EN

არა “შემსრულებელ” მოსამართლეებს!

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2025 წლის 25 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ნიშნავდნენ.

ორგანიზატორი

არასამთავრობო ორგანიზაციები

მთავარი მოთხოვნა

არ დაინიშნოს ლევან მურუსიძე მოსამართლედ

პროტესტის ადრესატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პროტესტის შედეგი

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მაინც დანიშნეს

2015 წლის 15 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ერთ კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტრანსპარანტები მიიტანეს და მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის მონაწილეობა გააპროტესტეს. ლევან მურუსიძეს, რომელსაც 2016 წლის აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა ეწურებოდა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურდა. ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება და სულხან მოლაშვილისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები: „არა „შემსრულებელ“ მოსამართლეებს“, „მართლმსაჯულება რუხი კარდინალის გარეშე“, „გაიტანეთ მურუსიძე“ და სხვა… ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, სწორედ ლევან მურუსიძე იქცა უსამართლობის მთავარ ინსტრუმენტად მართლმსაჯულების სისტემაში.

საზოგადოების მცირე ჯგუფის პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. 2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. მის კანდიდატურას საბჭოს 14 წევრიდან მხარი ათმა დაუჭირა.