2015 წლის 20 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორასამდე წევრმა რექტორის, ვლადიმერ პაპავას, გადადგომის მოთოხვნით აქცია დაიწყეს. აქციაზე შეკრებილმა სტუდენტებმა რექტორს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 21 ოქტომბრის საღამოს 10 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით დაემუქრნენ. მათი რექტორის გადადგომის საფუძვლად დაასახელეს პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ითხოვდნენ:
უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის მოხსნა, ბიუჯეტის გადახედვს, ადმინისტრაციის რეორგანიზება, ლიტერატურის თარგმნა, ტენდერების გამჭვირვალეობასა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების არჩევნებში სტუდენტების მეტი ჩართულობა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის წინააღმდეგ გამოვიდა. უნივერსიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული სტუდენტების ეს ფორმალური გაერთიანება ადმინისტრაციის დანამატად აღიქმებოდა. თვითმმართველობაში. სტუდენტები ამბობდნენ, რომ თვითმმართველობაში თანამდებობაზე მყოფნი იღებდნენ პრივილეგიებს და შემდეგ ადმინისტრაციაში საქმდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თვითმმართველობის პრეზიდენტისა თუ სხვა სტუდენტურ თანამდებობაზე მყოფთა სახელები და გვარები იცვლებოდა, ამ გაერთიანების მიმართ პრეტენზიები იგივე რჩებოდა – ის ვერ გამოხატავდა სტუდენტების ინტერესებს. თვითმმართველობის წევრებს სტუდენტები მმართველი პარტიის ინტერესების გატარებაში, სხვა სტუდენტებზე ძალადობასა და თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებდნენ.
ამიტომაც თვითმმართველობის მიერ რექტორის წინააღმდეგ აქციის დაწყება მოულოდნელი აღმოჩნდა სხვა სტუდენტებისთვის. ისინი ეჭვობდნენ, რომ პროტესტის რეალური მიზეზი თვითმმართველობის ბიჯეტის შემცირება გახდა. ეს ვარაუდი უარყო თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ, რომელმაც თქვა, რომ დაფინანსებას არ უჩიოდნენ და ლადო პაპავას რექტორობის პერიოდში “სტუდენტური თვითმმართველობა ისე კარგად არის, როგორც, არასდროს ყოფილა”.
რექტორი არ გადადგა. ვლადიმერ პაპავა ამბობდა, რომ სტუდენების მოთხოვნებს საუნივერსიტეტო მოგვარების შესახებ იზიარებდა და თანახმა იყო მის შესასრულებლად მუშაობაზე. თვითიმმართველობის წევრებმა 21 ოქტომბერს შიმშილობა გამოაცხადეს, მაგრამ მეორე დღესვე შეწყვიტეს, რაც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სამუშაო ჯგუფის შექმნას დაპირდა.
“მათ ძირითადი აქცენტი გააკეთეს არა სისტემურ ცვლილებებზე, არამედ კონკრეტული პერსონის, რექტორის გადადგომაზე. და მაინც რა მიზანი ჰქონდათ მათ, თუ არა თავიანთი პოზიციების გამყარება და რექტორის დაშინება? (რომელიც ნამდვილად გამოირჩევა კონფორმულობით)”, – წერდა მოგვიანებით “ლიბერალზე” გამოქვეყნებულ სტატიაში სტუდენტი ნათია ქოჩლაძე, რომელიც თავად გახდა სტუდენტური მოძრაობის, “აუდიტორია 115-ის” ერთ-ერთი ლიდერი. ის გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ამ აქციით თვითმმართველობამ