EN

არა ონის კასკადს!

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 4 ივლისიდან 29 დეკემბრამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

იგეგმებოდა ონის ჰესების კასკადის მშენებლობა

ლიდერები/ორგანიზატორი

რაჭის სათემო ორგანიზაცია

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს ჰესები

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“არა ონის კასკადს”, “დაიცავი რაჭა”, “შევინარჩუნოთ ეკოსისტემა”, “რაჭის განვითარება ტურიზმშია”

პროტესტის შედეგი

ჰესი არ აშენებულა

2020 წლის 4 ივლისს ქალაქ ონში, სადგურის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი ზემო რაჭაში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ  ჰესების კასკადის მშენებლობა ქმნიდა ძალიან დიდ საფრთხეებს “როგორც რაჭის ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვის… შესაძლოა, გაჩნდეს რამდენიმე სოფლის დაცლისა და მოსახლეობის გადასახლების საჭიროებაც“, – შიშობდნენ ისინი.

„რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე მძლავრი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა სწორედ იქ მოხდა. ტერიტორია, სადაც მშენებლები ჰესის აშენებას გეგმავენ, უსაფრთხო არ არის. ხშირია მიწისძვრა, ღვარცოფი, მეწყერი და ა.შ. ამ ინფორმაციას ადასტურებენ გეოლოგები, სეისმოლოგები და სხვა სპეციალისტები“, – წერდა მოძრაობა „არა ონის კასკადს“ გავრცელებულ განცხადებაში.

“არა ონის კასკადს”, “დაიცავი რაჭა”, “შევინარჩუნოთ ეკოსისტემა”, “რაჭის განვითარება ტურიზმშია”, – ეწერათ ტრანსპარატებზე. 

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აეგოთ  ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ორსაფეხურიანი ჰიდროელექტროსადგურის კასკადი – „ონი 1 ჰესი” (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი” (83.7 მგვტ). კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში კი შევიდოდა: სათავე წყალმიმღები ნაგებობა; სადერივაციო-სადაწნეო სისტემა და ძალური კვანძი (უშუალოდჰესის შენობა და ქვესადგური).

2020 წლის 30 სექტემბერს რაჭისა და ლეჩხუმის ის მოსახლეობა, რომელიც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია გამოაქვეყნეს. 

ავტორებმა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროექტების შეჩერების მოთხოვნით მიმართეს, რადგან, მათი მტკიცებით, მშენებლობები “საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას”.

ამის შემდეგ ონის კასკადის აშენების მონაწინააღმდეგეები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებითან ერთად გამოდიოდნენ ხოლმე. მაგალითად, 2020 წლის 29 დეკემბერს, გაერთიანებულ ჯგუფად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ამ დღეს სასამართლომ დაიწყო “მწვანე ალტერნატივის” სარჩელის განხილვა, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა მდინარე რიონზე ,,ონი კასკადის“ მშენებლობის ნებართვის გაბათილებას (ეს იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის N2-256 ბრძანება). 

2021 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA (Power Purchase Agreement) პირობები. ინვესტორმა წარმოადგინა სრულიად ახალი პროექტი, თუმცა – ძველის ჩანაცვლების ხარჯზე. ახალი მემორანდუმის ფარგლებში კომპანიამ სამი წლის ვადით დაიტოვა უფლება, ააშენოს ან არ ააშენოს ონის კასკადი, თუმცა – PPA-ს გარეშე”. ადგილობრივების ინფორმაციით, 2025 წლისთვის  მშენებლობა დაწყებული არ იყო