EN

„არა ხე ჭრა“

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2015 წლის 28 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

კომპანია „არქი ჯგუფიმა“ 10-ზე მეტი ხის მოჭრა.

ორგანიზატორი

აქტივისტები

მთავარი მოთხოვნა

შეჩერდეს ხეების მოჭრა და თანამდებობიდან გადადგეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

ვიზუალური ელემენტები

საკრებულოსთან აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და ქმნიდნენ ხმაურს

პროტესტის შედეგი

ხეების ჭრა შეაჩერეს

„არა ხე ჭრა“ – ამ ლოზუნგით, დასარტყამი ინსტრუმენტებითა და პატარა ნიჩბებით შეიარაღებულმა აქტივისტებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია 2015 წლის 28 აპრილს გამართეს. ასე დაგმეს მათ 27 აპრილს თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ 10-ზე მეტი ხის მოჭრა. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი. ისინი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის გადაყენებასა და, მათი თქმით, სამსახურის კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებას ითხოვდნენ.

იმ დროს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური თამარაშვილის 13-ის განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავდა, პროექტის დამუშავების შემდეგ კი დოკუმენტი დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოს გადაეგზავნებოდა. როგორც არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ღოღობერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობდა, „არქი ჯგუფს“ არ უნდა დაეწყო ხეების ჭრა განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებამდე.  ბიძინა გიორგობიანის მიერ 27 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად კი, გამწვანების სამსახურმა სწორედ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში გასცა ხეების მოჭრის უფლება.

საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობდა, რომ გიორგობიანმა 23 აპრილს გასცა ხეების მოჭრის უფლება, 27 აპრილს კი შეაჩერა მაშინ, როდესაც ხეები უკვე მოჭრილი იყო. ამ დღეს “არქი ჯგუფმა” 10-ზე მეტი ხე მოჭრა და მხოლოდ მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტმა აიძულა ისინი, ხეების ჭრა შეეჩერებინათ. აქციის გამართვის მომენტისთვის ხეების ჭრა ისევ შეჩერებული იყო.

2015 წლის 4 ნოემბერს ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობა  დატოვა მაშინდელი ქალაქის მერის, დავით ნარმანიას მადლობით ნაყოფიერი მუშაობისთვის. “მისი მმართველობის პერიოდში… თბილისში ინტენსიურად მიმდინარეობდა გამწვანების ღონისძიებები”, – განაცხდა ნარმანიამ. 

Media

აქცია ხეების ჭრის წინააღმდეგ

აქცია ხეების ჭრის წინააღმდეგ

2015 წლის 28 აპრილი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება