EN

აქციები ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით

left arrow

2022

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2022 წლის 16 მაისიდან 2024 წლის 27 მაისამდე

პროტესტის არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის თემატიკა

მედია

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ლიდერები/ორგანიზატორი

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

გათავისუფლდეს ნიკა გვარამია

პროტესტის ადრესატი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

FreeNikaGvaramia

პროტესტის შედეგი

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

2022 წლის 16 მაისს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მის მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 16 მაისსვე.ორი დღის შემდეგ კი ბათუმს თბილისი დაემატა და ხალხი ორივე ქალაქში გამოვიდა. თბილისში შეკრებილებმა რესპუბლიკის მოედნიდან მოაწყეს მსვლელობა პარლამენტის შენობამდე. “არ დაგითმობთ მედიას”, – ეწერათ ბანერზე დემოსტრანტებს, “თავისუფლება ნიკას!” – ისმოდა შეძახილები. 

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.  2023 წლის 16 თებერვალს მხარდამჭერებმა, „ინტელექტ-კლუბის“ წევრთა ნაწილის ინიციატივით, “ნიკა გვარამიას თავისუფლები მოძრაობა” შექმნეს.  ნიკა გვარამია ამ კლუბის ყოფილი მოთამაშე იყო. მოძრაობაში გაწევრიანდნენ გვარამიას მეგობრები, აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მოძრაობა მართავდა აქციებს, ხვდებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

2023 წლის 3 მაისს, პრესის დამოუკიდებლობის დღეს, მედიის წარმომადგენლები ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვეს. 

იმავე მოთხოვნით იმავე ადგილას 27 მაისსაც შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა გვარამიას პატიმრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საკუთარი ხელმოწერები დატოვეს ბანერზე „ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს პოლიტპატიმრების გარეშე“ .

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.