2016 წლის 22-24 მაისი
თბილისი, რეგიონი
სამართალი
აქცია
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორია მებაჟემ მოკლა
ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის #1 საჯარო სკოლა, პლატფორმა “დაიცავი თავისუფლება”
მკვლელების დასჯა
ხელისუფლება
“ჩვენ არ მოვითმენთ მეტს” „ჩვენ მშვიდობა გვინდა“,„არა ოკუპაციას“, „მკვლელი დაისაჯოს“
პატიმრობა მიუსაჯეს მკვლელს, თუმცა ის გაქცეული იყო და სასჯელი არ მოუხდია
2016 წლის გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცოლ-შვილსა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. მკვლელობაში დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟე რაშიდ კანჯი-ოღლი იყო ბრალდებული.
გარდაცვლილის ახლობლების და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა ხურჩაში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟეს და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. სროლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
22 მაისს თბილისში მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა დუმილით გააპროტესტეს. “ჩვენ არ მოვითმენთ მეტს” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. აქციის ორგანიზატორებმა დუმილის პარალელურად წამმზომის ხმა ჩართეს, რითაც ხელისუფლებას შეტყობინება გაუგზავნეს, რომ მათთვის წამმზომი ჩაირთო. აქციის ორგანიზატორი იყო პლატფორმა “დაიცავი თავისუფლება”.
ოთხოზორია მკვლელობის გამო 2016 წლის 24 მაისს ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა ცენტრალური ბულვარის პერიმეტრზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელთ ეჭირათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: „ჩვენ მშვიდობა გვინდა“, „არა ოკუპაციას“, „მკვლელი დაისაჯოს“.
აქციის მონაწილეებმა სანთლების ანთებით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას. მათი განმარტებით, დანაშაულის ჩამდენმა საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს.
მსვლელობას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე და „სამეგრელოს განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მსჯავრდებული ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნებოდა და მას სასჯელი არ მოუხდია.
2023 წლის 19 დეკემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა და მას ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2016 წლის 22 მაისი. ფოტო: საბა ლეკვეიშვილი, On.ge