EN

აქცია ტაქსის ლიცენზიების წინააღმდეგ

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 11 აპრილიდან 23 დეკემბრამდე

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

ტაქსის რეგულაციების შემოღება

ლიდერები/ორგანიზატორი

ტაქსის მძღოლები, ზურა ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი

მთავარი მოთხოვნა

რეგულაციების გაუქმება ან ამოქმედების ვადის გადაწევა

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

შმაქსიქის ტრაფარეტები არ მოჰყოლია

ვიზუალური ელემენტები

” რადიო თავისუფლება – ტაქსის მძღოლებმა ახალი წესები გააპროტესტეს
https://shorturl.at/pHVKb

ჯემნიუსი- საქართველოში ტრანსპორტის ახალი სახეობა – „შმაქსი“ გაჩნდა
https://shorturl.at/33JxK”

პროტესტის შედეგი

მნიშვნელოვანი რესურსები

თბილისის მერიამ 2019 წელს ტაქსებისთვის ახალი რეგულაციების შემოღება გადაწყვიტა. ახალი წესის მიხედვით, ლიცენზია ორ კატეგორიად იყოფოდა: A ტიპის ლიცენზიით მგზავრის აყვანა შესაძლებელი იყო, B ტიპის ლიცენზია კი მხოლოდ გამოძახების სერვისით მუშაობის უფლებას ანიჭებდა მძღოლს. A ტიპის ლიცენზიის აღება შეეძლო მხოლოდ მას, ვისაც თეთრი ფერის ავტომობილი ჰყავდა – ეს შეზღუდვა მერიამ დააწესა. 

რეგულაციები 28 ათასამდე ტაქსის მძღოლს შეეხო. მძღოლების ძირითადი უკმაყოფილება სწორედ ფერის გამო დაწესებულ შეზღუდვას მოჰყვა, ზოგ მათგანს არ უნდოდა გადაეღება საკუთარი ავტომობილი, რითაც მგზავრს ემსახურებოდა, ზოგს კი გადაღებვის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მძღოლებმა ამ რეგულაციის შემოღების გასაპროტესტებლად პირველი აქცია  2019 წლის 27 მარტს მოაწყვეს – შეიკრიბნენ სადგურის მოედანზე და მსვლელობით გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე და გზა გადაკეტეს. მძღოლებმა საავტომობილო ნაწილის გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პოლიციამ მათი მანქანების ევაკუატორით გაყვანა გადაწყვიტა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს – მოითხოვდნენ, მერიას უარი ეთქვა რეგულაციის დაწესებაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილების შედეგად ტაქსების ბიზნესში მონოპოლისტი ხდებოდა.

კიდევ ერთია აქცია გაიმართა 11 აპრილს. მძღოლები შეიკრიბნენ და აღმაშენებლის ხეივნიდან მთაწმინდამდე – მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლამდე იარეს. იქ მათ პოლიცია დახვდათ. აქციებში მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

მძღოლები რეგულაციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას მოითხოვდნენ და მერიას ამ ულტიმატუმის დასაკმაყოფილებლად ვადას 2019 წლის 1 ივნისამდე აძლევდნენ. მერიასთან მოლაპარაკებები გაიმართა, მუნიციპალიტეტმა დათმო მხოლოდ ერთი რამ – მძღოლებს უფლება მისცა ავტომობილები თეთრად შეღებვის ნაცვლად თეთრი ფირით დაეფარათ, რაც სატრანსპორტო საშუალებას არ დააზიანებდა.

რეგუალაციები 2019 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა და დაიწყო იმ მძღოლების 200-200 ლარით დაჯარიმება, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაბამისი ლიცენზია ან სალიცენზიო წესის დარღვევით გადაჰყავდათ მგზავრი. 

პოლიტიკური პარტიის „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კანონონის გვერდის ავლის გზა მოძებნა – საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა კომპანია „შმაქსი“ და შესაბამისი ტრაფარეტები დაურიგა იმ მძღოლებს, რომლებიც არ აპირებდნენ მერიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პოლიციამ მათი დაჯარიმებაც დაიწყო. 

„გირჩის“ წევრებმა და ე.წ. “შმაქსების” მძღოლებმა რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით ერთ-ერთი ბოლო აქცია 29 ოქტომბერსა და 23 დეკემბერს გამართეს. თუმცა, ამ აქციებს შედეგი არ მოჰყოლია.