2006 წლის 3 იანვარს პატიმრების ახლობლებმა აქცია გამართეს, ისინი ითხოვდნენ შეწყდეს შეწყდეს პატიმრების წამება, გაუმჯობესდეს მათი სოციალური პირობები. ამ მიზეზით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები ათი დღეა, შიმშილობდნენ. მეორე დღეს, 4 იანვარს, აქცია კვლავ გაგრძელდა არამხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისშიც. სხვადასხვა ინფორმაციით, ციხეებში მოშიმშილე პატიმართა რაოდენობა შემცირდა; ქუთაისის ციხეში იმ დროისთვის მხოლოდ ერთი პატიმარი შიმშილობდა.