EN

“ამ ცხოვრების დედაც!”

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 13- 18 დეკემბერი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.

ლიდერები/ორგანიზატორი

მოქალაქეები, მოძრაობა “სირცხვილია”

მთავარი მოთხოვნა

დაისაჯონ დამნაშავეები

პროტესტის ადრესატი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ტრანსპარანტები

„ამ ცხოვრების დედაც!” “სისტემა უნდა დაინგრეს!”, “ლუკა, ბოდიში””

პროტესტის შედეგი

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს

2019 წლის 10 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი გამოკითხვის საფუძველი „მწვანე სკოლის“ შეტყობინება იყო. დირექტორის თქმით, სკოლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ,  ყოფილი მოსწავლე შევიდა,  დააზიანა სკოლის ინფრასტრუქტურა, დატოვა წარწერები, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს. პოლიციის განყოფილებაში  გამოკითხვაზე მისულ მოზარდს პოლიცია დანაშაულის აღიარების მოთხოვნით ემუქრებოდა  და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. რის შემდეგაც იმავე დღეს თვითმკვლელობის მიზნით მოზარდი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.  ერთ-ერთი წარწერა, რომელიც, სავარაუდოდ, ლუკა სირაძემ სკოლის ტერიტორიაზე დატოვა იყო: “ამ ცხოვრების დედაც”. სწორედ ეს წარწერა გამოჩნდა თბილისის ქუჩებში ამ ამბის გავრცელებიდან მალევე. ჯერ პოლიციის განყოფილებასთან წააწერეს, შემდეგ კი ქალაქის სხვა ფასადებზეც და ამ გზით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა. 

17 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც ბავშვი დაკითხა.

18 დეკემბერს საპროტესტო აქციები რამდენიმე ადგილზე გაიმართა. „სტუდენტურმა ასოციაციამ”, ასევე, სხვა სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს შს სამინისტროს რუსთავის მთავარი სამმართველოს წინ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ სანთლებით გამოსახეს გარდაცვლილის სახელი. პლაკატებზე ეწერა: „სისტემა უნდა დაინგრეს!”, „ამ ცხოვრების დედაც!” 

აქცია გაიმართა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ. აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და გზაზე წარწერები”ამ ცხოვრების დედაც” დატოვეს.

აქცია გაიმართა დიღმის პოლიციასთანაც. მანამდე, სოლიდარობის აქცია გაიმართა იაშვილის სახელობის კლინიკასთანაც, სადაც 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. აქტივისტებმა კლინიკასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს. მოზარდის გარდაცვალების გამო, სოლიდარობის აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. 

ზუგდიდში, ენმ-ის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციის სამმართველოს წინ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან და ასევე სკეიტ პარკის ტერიტორიაზე წარწერები – “ამ ცხოვრების დედაც” დატოვეს. კედლის წარწერები გამოჩნდა გორში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში. 

მუსიკალურმა ჯგუფმა “IV დასმა” ლუკა სირაძის ამბავს სიმღერა მიუძღვნა.

2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 5 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით.

Media

წარწერა ქუჩებში - ამ ცხოვრების დედაც

წარწერა ქუჩებში - ამ ცხოვრების დედაც

2019 წლის 15 სექტემბერი ფოტო: მოძრაობა სირცხვილია

ამ ცხოვრების დედაც, აბა დამიჭირე

ამ ცხოვრების დედაც, აბა დამიჭირე

2019 წლის 15 სექტემბერი ფოტო: მოძრაობა სირცხვილია

აქტივისტები საპროტესტო წარწერებს ტოვებენ გვირაბში

აქტივისტები საპროტესტო წარწერებს ტოვებენ გვირაბში

2019 წლის 15 სექტემბერი ფოტო: მოძრაობა სირცხვილია