EN

ზუგდიდელი გარემოვაჭრეების პროტესტი

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 11 მაისი – 21 ივნისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

გარემოვაჭრეებს დახლები ადგილზე არ დახვდათ

ლიდერები/ორგანიზატორი

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები

მთავარი მოთხოვნა

მიიღონ გარევაჭრობის ნებართვა

პროტესტის ადრესატი

ზუგდიდის მერია

პროტესტის შედეგი

დართეს ქუჩაში ვაჭრობის ნება

2016 წლის 11 მაისს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოვაჭრეებს დახლები ადგილზე არ დახვდათ. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი დახლები წინა ღამით დაუკითხავად აიღო.

საპროტესტო აქციამ ბაზრის შემდეგ მერიასთან გადაინაცვლა. პროტესტი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ზუგდიდის მერიამ მოვაჭრეებს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით მუშაობის უფლება მისცა. 

ეს საკითხი აქტუალური 21 ივნისსაც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები, ისინი სამუშაო ადგილებს მაინც არ ტოვებდნენ. მოვაჭრეები ვერ შეაჩერა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მორიგმა გადაწყვეტილებამ სამუშაო პერიმეტრზე რკინის ჯებირების განთავსების შესახებ. ტროტუარზე ბარიერების მოწყობის შემდეგ მათ ქუჩის ნაწილი დაიკავეს. 

თავის მხრივ, მერიაში ამბობდნენ, რომ გარემოვაჭრეების მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ვერ დაუშვებდნენ კანონდარღვევას. მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს არაერთხელ შეხვდნენ, აუხსნეს, რომ სთავაზობენ ახალ სამუშაო ადგილებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, რაზეც ნაწილი არ თანხმდებოდა. გარემოვაჭრეები დროდადრო მართავდნენ საპროტესტო აქციებს. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად უკრძალავდა მათ ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას, მაგრამ ვაჭრობას მაინც აგრძელებდნენ

Media

გარემოვაჭრეების პროტესტი ზუგდიდში,

გარემოვაჭრეების პროტესტი ზუგდიდში,

2016 წლის 11 მაისი. ფოტო: თამარ ზანთარაია, რადიო თავისუფლება