საქართველოში გამართული პროტესტების ისტორია ასახავს ქვეყნის განვითარებას 1991 წლიდან და თავს უყრის ყველა იმ დიდ თუ პატარა ამბავს, რომელმაც წინააღმდეგობის სურვილი გააჩინა საზოგადოებაში
2024 წლის 6 მარტს ნატახტარში ტრანზიტულ მარშრუტებზე დასაქმებულმა ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სატრანზიტო 20 ლარიან ნებართვებს „შავ ბაზარზე“ 1350 დოლარად ყიდდა, რაც მათ ხარჯებს უძვირებდა და უმუშევარს ტოვებდა.
საერთაშორისოდ დადგენილი წესების მიხედვით, ყველა ქვეყანას ნებართვების კვოტა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველო გასცემს.
მძღოლებს ეს პრობლემა იანვრიდან მოყოლებული ჰქონდათ, თუმცა ეკონომიკის მინისტრი მათ მხოლოდ აქციის გამართვის შემდეგ შეხვდა.
უკვე 28 მარტს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა – „გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი და ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით“. გადამზიდველებმა აქცია შეწყვიტეს.