EN

ტრაილერის მძღოლების აქცია

left arrow

2024

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2024 წლის 6-28 მარტი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სატრანზიტო ლიცენზიების მიღების პრობლემა

ორგანიზატორი

ტრაილერის მძღოლები

მთავარი მოთხოვნა

სატრანზიტო ლიცენზიების მიღება

პროტესტის ადრესატი

ეკონომიკის სამინისტრო

პროტესტის შედეგი

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელებსა და ტრაილერის მძღოლებს შორის შეთანხმება შედგა

2024 წლის 6 მარტს ნატახტარში ტრანზიტულ მარშრუტებზე დასაქმებულმა ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სატრანზიტო 20 ლარიან ნებართვებს „შავ ბაზარზე“ 1350 დოლარად ყიდდა, რაც მძღოლებს ხარჯებს უძვირებდა და უმუშევარს ტოვებდა. 

საერთაშორისოდ დადგენილი წესების მიხედვით, ყველა ქვეყანას ნებართვების კვოტა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებართვებს საქართველო გასცემს. 

მძღოლებს ეს პრობლემა იანვრიდან მოყოლებული ჰქონდათ, თუმცა ეკონომიკის მინისტრი მათ  მხოლოდ აქციის გამართვის შემდეგ შეხვდა. 

კიდევ ერთი აქცია მძღოლებმა 25 მარტს გამართეს, მოთხოვნა არ შეუცვლიათ. 

უკვე 28 მარტს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა – „გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი და ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით“. გადამზიდველებმა აქცია შეწყვიტეს.

Media

ტრაილერის მძღოლების აქცია ნატახტარში

ტრაილერის მძღოლების აქცია ნატახტარში

კადრი "ტვ პირველის" სიუჟეტიდან