2001 წლის თებერვლის დასაწყისში თბილისში თამარ მეფის გამზირის მცხოვრებმა მოსახლეობამ უშუქობის გამო ქალაქის ეს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და მათ დასაშლელად მისულ პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა წერს, “შექმნილ ზედახორაში სამართალდამცავებმა იმარჯვეს და გადაკეტილ პროსპექტზე მოძრაობა აღადინეს”. პიკეტი თამარ მეფის გამზირზე უშუქობის გამო დასრულდა. იმავე დღეს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლადო კახაძეს შეხვდნენ თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ელექტროკრიზისი მოსაგვარებლად ზომების მიღება მოსთხოვეს.