EN

სამაჩაბლოელების აქცია სამართლის საძიებლად

left arrow

1994

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1994 წლის 28 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის მიზეზი

პოლიციის  სოფელ ქურთის მაცხოვრებლები დააკავა, მთაზე იძალადა, რის შემდეგაც ერთი დაკავებული გარდაიცვალა, მეორე მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა, მესამემ კი თვითმკვლელობა სცადა.

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

სამაჩაბლოს ქართული მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ხელისუფლების წარმომადგენლები საქმის გამოძიებას დაჰპირდნენ.

1994 წლის 28 ივლისს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ სამაჩაბლოდან ჩამოსული ათასობით ადამიანი.  აღშფოთებული ხალხი მოითხოვდა სახელმწიფო მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრას. აქციის მონაწილენი ამბობდნენ, რომ იძულებულნი გახდნენ, აქცია გაემართათ, რადგან 19 ივნისს თბილისის საგზაო პოლიციამ მანქანის გატაცების ბრალდებით დააკავა სოფელ ქურთაში მცხოვრები სამი “პატიოსანი, კეთილშობილებით აღსავსე ვაჟკაცი” – როინ ყოჩიაშვილი, გია მეგრელიშვილი და ანდრო ბასიშვილი. მეორე დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოში ჩავიდა მანქანის მესაკუთრე გოჩა ხეთაგური და დაამტკიცა, რომ მანქანა არავის გაუტაცია.

პოლიცია დაკავებულების მეორე დღეს გათავისუფლებას დაჰპირდა. გაზეთი “დრონი” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ გათავისუფლების ნაცვლად დაკავებულებს იმ ღამით ნარკობიზნესში მონაწილეობა დააბრალეს, რის გამოც “თურმე სადისტურად სცემდნენ როინ ყოჩიაშვილს, დიდი წამების შემდეგ კი ძირს დაანარცხეს და ასე წამებაში ამოხადეს სული… ასევე სასტიკადაა ნაცემი გოჩა ხეთაგური, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი”. გია მეგრელიშვილმა კი, რომლის თვალწინაც მოხდა ეს ყველაფერი, თვითმკვლელობა სცადა. “თანასოფლელების თქმით, იგი დაჭრილი მოათავსეს საავადმყოფოში”.

თბილისში ჩამოსულებს შეხვდა სახელმწიფო მეთაურის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შიდა ქართლის ზონაში ვაჟა ხაჭაპურიძე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიმართლის დადგენაში დახმარებას დაპირდნენ. ხოლო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გია ჩეჩელაშვილმა თავის თავზე აიღო დამნაშავეების დაკავება.  ამის შემდეგ მომიტინგეები დაიშალნენ.

Media

სამაჩაბლოელების აქცია თბილისში

სამაჩაბლოელების აქცია თბილისში

გაზეთი "დრონი" 1994 წელი