EN

ქალთა მარში: ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2023 წლის 2 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

მარში

პროტესტის მიზეზი

მთავრობის პროპაგანდისტის სექსუალურ შევიწროებაში მხილება

ლიდერები, ორგანიზატორი

თამარ ჯაყელი, ანანია გაჩეჩილაძე, თათია სამხარაძე, მაკო ჯაბუა

მთავარი მოთხოვნა

ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

„ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს“, „თანასწორობა ქალებს“, „გაემიჯნე მოძალადეს და არა მსხვერპლს“, „სამართალი ქალებს“, „ჩვენ მოვითხოვთ სამართალს და არა შურისძიებას“, „ქალები ერთმანეთის მხარდამხარ“.

ვიზუალური ელემენტები

მუშტი

პროტესტის შედეგი

არ მოჰყოლია

მნიშვნელოვანი რესურსები

“პუბლიკის სტატია
https://publika.ge/foto-video-ndoba-qalebs-undobloba-modzaladeebs-tbilisshi/”

2023 წლის მარტში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ POS TV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ჟურნალისტმა გაიხსენა 7-8 წლით ადრე სამსახურში, გასაუბრებაზე შევიწროების შემთხვევა. ეს არ იყო შალვა რამიშვილის მიმართ გამოთქმული ერთადერთი მსგავსი პრეტენზია. შალვა რამიშვილის, როგორც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის, დაცვა ამ პარტიის ლიდერებმა სცადეს, მათ შორის იყო მამუკა მდინარაძეც („ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას. თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ დანოსებს აწერინებდნენ. 7 წლის წინ რაღაც მომხდარა თურმე, არ გახსენებია და ახლა გაახსენდა. […] მე არ მჯერა. უნდა მჯეროდეს აუცილებლად?“).

2 აპრილს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა  ქალთა მიმართ უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან დაიწყო და დედაენის ბაღში დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ „მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში“. მათ ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ: ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულიყო ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე; დაწყებულიყო ცრუ დასმენებისა და ადევნების მუხლებით გამოძიება ყველა შესაძლო პირის მიმართ; მთავრობა და პარლამენტის წევრები საჯაროდ გამიჯვნოდნენ ძალადობის შემთხვევებს; მთავრობას მიეღო ყველა ზომა, რათა შესრულებულიყო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები.

Media

ქალთა მარში. 2023 წლის 2 აპრილი

ქალთა მარში. 2023 წლის 2 აპრილი

ფოტო: პუბლიკა