EN

პროტესტი შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის გამო

left arrow

2022

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2022 წლის 24-29 იანვარი

პროტესტის გავრცელება

თბილისი, რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

პოლიციელმა ცემა შშმ არასრულწლოვანი

ლიდერები/ორგანიზატორი

მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფები

მთავარი მოთხოვნა

გადადგეს შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური

პროტესტის ადრესატი

შსს მინისტრი ვახტანგ გომენალური

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“რა ხდება მაშინ როცა კარები დახურულია?”

“არა ძალადობას”

პროტესტის შედეგი

მოთხოვნა არ შესრულდა. დააკავეს პოლიციელები, მაგრამ მინისტრს პასუხისმგებლობა არ აუღია.

2022 წლის 24 იანვარს შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო. “ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!” – ამბობდა პოლიციელი და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდებოდა. ჩანდა მეორე პოლიციელიც, რომელიც გულგრილად უყურებდა ამ ძალადობას. მეორე დღეს ორივე პოლიციელი დააკავეს

მიუხედავად ამისა, 25 იანვარს პოლიციელის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისში, ერთდროულად ორ ადგილზე – “ქართული ოცნების” ოფისთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და ორი პოლიციელის დაკავებით პრობლემა ვერ გვარდება. “რა ხდება მაშინ, როცა კარები დახურულია?”, “არა ძალადობას” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. იმ დღეს შსს-სთან სტიკერების გაკვრის გამო დააკავეს აქტივისტი ნატა ფერაძე.

აქციები მეორე დღესაც მოეწყო. 26 იანვარს თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გამართულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სისტემას „მწამებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოითხოვენ, დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმში, გორსა და თელავშიც.

29 იანვარს რუსთაველის ძეგლთან კიდევ შეიკრიბნენ მოქალაქეები. ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის, ეწერათ: “არა ძალადობას!”; “ჩვენ არ ვართ მუნჯები!”; “სოლიდარობა გვაძლიერებს”.

29 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს 2022 წლის 23 იანვარს, თბილისში, ისნის მეტროსადგურში 17 წლის შშმ ახალგაზრდის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და სასამართლომ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Media

პროტესტი შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის გამო

პროტესტი შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის გამო

ფოტო: დათო ქორიძე,"რადიო თავისუფლება"