EN

პროტესტი ნორიოში

left arrow

2022

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2022 წლის 30 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

სკოლის რემონტი ვერ დასრულდა

ლიდერები/ორგანიზატორი

ნორიოს მაცხოვრებლები დროულად დასრულდეს სკოლის რემონტი და აღდგეს საკლასო მეცადინეობები

მთავარი მოთხოვნა

მუნიციპალური განვითარების ფონდი

პროტესტის ადრესატი

დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ნორიოს სკოლაში მოსწავლეები 2023 წლის მეორე სემესტრიდან დაბრუნდებოდნენ.

პროტესტის შედეგი

2022 წელს ახალი სასწავლო წელი ნორიოელმა ბავშვებმა სკოლაში ვერ დაიწყეს. ორი წლით ადრე დაწყებული შენობის რემონტი ისევ დაუსრულებელი იყო. ამიტომ 500-ზე მეტი მოსწავლე წინა წლებში სხვა სოფლების სკოლებში გადაანაწილეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შპს “ალიანსმა”, რომელსაც სკოლა უნდა გაერემონტებინა, სატენდერო პირობები არაერთხელ დაარღვია. სახელმწიფომ კონტრაქტი გაწყვიტა არაკეთილსინდისიერ მშენებელ კომპანიასთან და ახალი ტენდერი გამოაცხადა.

სკოლის მოსწავლეების ახლობლებმა 2022 წლის 30 აგვისტოს ნორიოში საპროტესტო აქცია გამართეს და რემონტის დროულად დამთავრება მოითხოვეს. პროტესტს შეუერთდნენ ამ სკოლის რემონტზე მომუშავე მუშებიც, რადგან, როგორც ამბობდნენ, აპრილის შემდეგ ხელფასი აღებული არ ჰქონდათ.

15 სექტემბერს, როცა, ნორიოსგან განსხვავებით, სხვა სკოლებში სწავლა განახლდა, მეტი ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლად. ისინი ჯერ სკოლასთან შეიკრიბნენ და შემდეგ თბილისის შემოვლითი გზა გადაკეტეს და ასე სცადეს ფართო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. “დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა” – ეწერათ ტრანსპარანტებზე მოსწავლეებს. 

“ამ რემონტის დროს მოსწავლეების რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდა – ნორიო თბილისთან ახლოს არის და ძალიან ბევრმა ბავშვები თბილისში გადმოიყვანა, ზოგმა მეზობელ სოფლებში. სწავლის დონემ ძალიან დაიწია, წვალებაა ამდენი ხანი მეორე ცვლაში სწავლა – ვეღარც დამატებით საგნებში ემზადებიან, ვეღარც წრეებზე დადიან, ძალიან ჩამორჩნენ ჩვენი ბავშვები, ყველაფერს მოკლებულები არიან”, – ამბობდა ნორიოში მცხოვრები ნინო ჯოგიაშვილი, რომლის 3 შვილი ამ სკოლაში სწავლობდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ განაცხადა, რომ ნორიოს სკოლაში მოსწავლეები 2023 წლის მეორე სემესტრიდან შეძლებდნენ სწავლის განახლებას.