EN

პროტესტი გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 7 ივლისიდან 9 ივლისამდე

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

მედია

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

რუსთავი 2-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინს აგინა

ლიდერები/ორგანიზატორი

მოქალაქეები

მთავარი მოთხოვნა

არხის წამყვანის გიორგი გაბუნიასა და დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომა

პროტესტის ადრესატი

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია

პროტესტის შედეგი

არხმა ბოდიში მოიხადა და გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება დროებით შეუჩერა

2019 წლის 7 ივლისს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

გიორგი გაბუნიას ქმედების გამო აღელვებული ხალხი რუსთავი 2-თან მალევე შეიკრიბა. სპონტანურ აქციაზე ისინი კვერცხებით და ცოცხებით მივიდნენ და ჯერ გაბუნიასა და არხის დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომას, შემდეგ კი დასჯას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აგრესიულად მოუწოდებენ არხის თანამშრომლებს, დაეტოვებინათ ტელევიზია. რუსთავი 2-ის ერთმა ოპერატორმა აქციის მსვლელობისას მუშაობა შეწყვიტა, კამერა ეზოში დატოვა და ტელევიზიიდან წავიდა.

რუსთავი 2-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა მთავრობას, დაიცვას არხის თანამშრომლების უსაფრთხოება. მისი თქმით, ეთერში არ გავიდოდნენ იქამდე, სანამ უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებდნენ. შსს-მ განაცხადა, რომ იცავენ წესრიგს აქციაზეც და იცავენ არხის თანამშრომლების უსაფრთხოებასაც.

შეკრებილები გვიან ღამე დაიშალნენ. მათი თქმით, დღეს დაუგეგმავი აქცია ჰქონდათ, ახლა კი გააგებინებენ სხვებსაც და უფრო ორგანიზებულად გააპროტესტებენ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ქმედებას.დილით, 8 ივლისს,  რუსთავი 2-მა მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. საპროტესტო აქციაც განახლდა.   იმავე დღეს “რუსთავი2”-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას 2 თვით შეუჩერა უფლებამოსილება.   აქციაზე მივიდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თენგიზ კიტოვანი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ასეთი დაპირისპირება „არ ვარგა“. ბოლო დროს პირველი შემთხვევა იყო როდესაც საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა თბილისის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული თანამდებობის პირი.