EN

ფერეიდნელი ქართველების აქცია

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2023 წლის 30 ოქტომბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ფერეიდნელ ქართველებს აღარ აძლევდნენ თანამემამულის სტატუსს

ორგანიზატორი

საქართველოში მცხორები ფერეიდნელი ქართველები

მთავარი მოთხოვნა

თანამემამულის სტატუსის მინიჭება საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველებისთვის

პროტესტის ადრესატი

სერვისების განვითარების სააგენტო

ტრანსპარანტები

“არა დისკრიმინაციას დაბადების ადგილის ნიშნით”, “ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ”

პროტესტის შედეგი

აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია

ფერეიდნელი ქართველები ჩიოდნენ, რომ ბოლო 5-6 თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ თანამემამულის სტატუსსა და ბინადრობის ნებართვაზე უარს მასობრივად ეუბნებოდა. თანამემამულის სტატუსს ანიჭებენ უცხოეთში ხანგრძლივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც წარმომავლობით საქართველოდანაა, ან რომლის მშობლიური ენაც ქართველურ-კავკასიურ ენებს მიეკუთვნება. როგორც წესი, ფერეიდნელებს ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი თანამემამულის სტატუსის მიღების შემდეგ შეჰქონდათ.

2023 წლის 30 ოქტომბერს იუსტიციის სახლთან ათობით ფერეიდნელი ქართველი შეიკრიბა, რომლებმაც თანამემამულის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვეს. “არა დისკრიმინაციას დაბადების ადგილის ნიშნით”; “ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ”, – ეწერათ ტრანსპარანტებზე.

“სულ ვართ 200 კაცი, ვინც აქ ვართ. წყნარად ვცხოვრობთ. კარგი და წყნარი ხალხი ვართ ირანშიც. ცუდად თუ რამე გავაკეთე, ხომ უნდა დამაკავოთ. მტკივა გული, მეტი რა გითხრათ”, – უთხრა “რადიო თავისუფლებას” ანტონ იოსელიანმა, რომელიც ფერეიდანში დაიბადა და ისპაჰანში გაიზარდა.

ფერეიდნელები ირანის ფერეიდნის მხარეში გადასახლებული ქართველები არიან, რომელთა წინაპრებსაც სამშობლოს დატოვება 4 საუკუნის წინ მოუწიათ. 1616 წელს შაჰ აბასმა შუაგულ ირანში 200 ათასამდე ქართველი გადაასახლა. ფერეიდნელებმა საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს ძველი ქართული ენა და დღემდე  საუბრობენ ქართულად.

ფერეიდნელთა პროტესტს არავინ გამოხმაურებია და არც მედიის კითხვებისთვის უპასუხია სერვისების განვითარების სააგენტოს. 

Media

ფერეიდნელი ქართველები იუსტიციის სახლთან

ფერეიდნელი ქართველები იუსტიციის სახლთან

2023 წლის 30 ოქტომბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება