EN

ოპოზიციის აქცია 3 ივნისს

left arrow

2003

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2003 წლის 3 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ცესკოს დაკომპლექტებაზე წარუმატებელ მოლაპარაკებები

ლიდერები

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან გაჩეჩილაძე

მთავარი მოთხოვნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილება

პროტესტის ადრესატი

პარლამენტი

ლოზუნგები

“კმარა არჩევნების გაყალბება!”

პროტესტის შედეგი

ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრთა ნაწილი გადადგა თუმცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებას ხელისუფლება არ დათანხმდა

მნიშვნელოვანი რესურსები

ხელისუფლება კომპრომისზე არ მიდის

ხელისუფლება კომპრომისზე არ მიდის

2003 წელის 2 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დაკომპლექტების თაობაზე სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის ჩატარება გადაწყვიტეს. ხელისუფლებასთან წარმოებულ რამდენიმეთვიან მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ შედეგი არ გამოუღია. იმ დროს ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოში შედიოდნენ “გაერთიანებული დემოკრატების”, “ახალი მემარჯვენეების”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ტრადიციონალისტებისა” და “სახალხო პარტიის” წარმომადგენლები. მათი მოთხოვნა იყო, გაუმჯობესებულიყო საარჩევნო გარემო, რათა 2 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბება თავიდან აერიდებინათ. თბილისის პარალელურად საქართველოს სხვადასხვა რაიონშიც გაიმართა მხარდასაჭერი აქციები.

3 ივნისს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. რის შემდეგაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე და კომისიის 19 წევრიდან კიდევ 9 წევრი გადადგნენ. კომისიაში მხოლოდ სამთავრობო ბლოკის მხარდამჭერები დარჩნენ.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამთავრობო საპარლამენტო ფრაქციები შეთანხმდნენ, განეხილათ ოპოზიციის შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქუჩის აქციებს “ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნის მცდელობა” უწოდა. საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ, რომელიც შორიდან აკვირდებოდა აქციას, იქ ყოფნა იმით ახსნა, რომ ზოგიერთი ძალა საპროტესტო აქციას სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენებას შეეცდებოდა.

პარლამენტის მიერ ცესკო-ს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში ქართველმა პოპ-ვარსკვლავებმა პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისათვის კონცერტი გამართეს, რომელსაც “მუსიკალური დესტაბილიზაცია” უწოდეს.

საბოლოოდ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნაც შეიცვალა: უკვე ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას.

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გენერალურ პროკურატურას 3 ივნისის საპროტესტო აქციის ჩატარების კანონიერების შესწავლა დაავალა და თქვა, რომ შეიმუშავებს ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ზომებს”.

Media

Civil.ge-ს ინფორმაცია

Civil.ge-ს ინფორმაცია