EN

მიტინგი ტირანიისა და დიქტატურის საფრთხის გამო

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1991 წლის 4 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმები

აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

მხედრიონის ლიდერების, ჯაბა იოსელიანისა და ზაზა ვეფხვაძის დაკავება

ორგანიზატორი

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება

მთავარი მოთხოვნა

რადიო-ტელევიზიისა
და პრესის თავისუფლება
და მხედრიონის
წევრების გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

1991 წლის 4 მარტს თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა მიტინგი. ისინი საქართველოში ტირანიისა და დიქტატურის საფრთხე ხედავდნენ, რადგან მათი თქმით, ახალი ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებდა; შეზღუდული იყო რადიო-ტელევიზიისა და პრესის თავისუფლება. არსებული ვითარების გათვალისწინებით გაუმართლებლად მიიჩნიეს გასამხედროებული ფორმირების, “მხედრიონის”, დევნა. 

დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს,  აქცია დასრულდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) შენობის წინ, შიო ჩიტაძის ქუჩის კუთხეში, სადაც იმყოფებოდნენ “მხედრიონის” დაპატიმრებული ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი და ზაზა ვეფხვაძე. შეკრებილები ამბობდნენ, რომ კასპის რაიონის მირიანის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი თამაზ ტუხიაშვილი, რომელმაც ერთ დროს ფული ჩარიცხა “მხედრიონის” ფონდში, დააპატიმრეს. მომიტინგეებს აინტერესებდათ თუ სად იმყოფებოდა დაკავებული. ამ თემის გასარკვევად  ჯ. კოპლაეიშვილი და კონგრესის წევრი თენგიზ შარმანაშვილი შეხვდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ოთარ ხატიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ  ასეთი პიროვნება სუკ-ის იზოლატორში არ იმყოფებოდა.