EN

მეხანძრეთა შიმშილობა

left arrow

2014

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2014 წლის 11-18 თებერვალი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

შიმშილობა, აქცია

ორგანიზატორი

მეხანძრე-მაშველები

მთავარი მოთხოვნა

გადადგეს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

პროტესტის შედეგი

“შეელიეთ დამნაშავეს, გადაარჩინეთ სააგენტო, “რომ გადმოირიცხა მერიამ რატომ არ დაჯდა პრემია?” “თემურ ცრუ, წადი!”

მნიშვნელოვანი რესურსები

“https://www.radiotavisupleba.ge/a/25297457.html
ფოტოები
https://netgazeti.ge/news/29459/”

2014 წლის 11 თებერვალს თბილისში 20 მეხანძრე-მაშველმა შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით, გადადგეს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე. მოშიმშილეები მას ზეწოლასა და არასამსახურებრივი დავალებების მიცემაში ადანაშაულებდნენ. მოშიმშილეებს მხარს უჭერდა გაერთიანებული პროფკავშირი. სწორედ ამ ორგანიზაციას ადანაშაულებდა თემურ გიორგაძე მეხანძრეთა მართვაში. 

„დარიცხულ პრემიებს მეხანძრე-მაშველებს უკან სძალავდნენ”, – ამბობდნენ მეხანძრეები. მეხანძრე-მაშველის, გიორგი დიასამიძის თქმით, გიორგაძე თანამშრომლებს აიძულებდა, მისი პირადი საქმეები ეკეთებინათ, მაგალითად, იყენებდა მათ აგარაკისა და თემქაზე მდებარე სახლის სამშენებლო სამუშაოებისთვის. მისი თქმით, სწორედ თემურ გიორგაძე ამზადებდა ეგრეთ წოდებულ „ზონდერებს“ და პოლიტიკური ნიშნით დევნიდა თანამშრომლებს.

შიმშილობის მეშვიდე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ერთი მაშველი გამოაკლდათ. მან შიმშილობის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით სახლში წაიყვანეს. ამის შემდეგ შიმშილობა სხვებმაც შეწყვიტეს და პროტესტი აქციების ფორმით გააგრძელეს.

თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მოშიმშილე მეხანძრეების მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა და მათ პრობლემის  სასამართლოს გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებდა. 

პროტესტის 29-ე დღეს, 11 მარტს, აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან გადაინაცვლეს და კარვები გაშალეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მერიის ხელმძღვანელობა მფარველობდა თემურ გიორგაძეს.

იმავე დღეს მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კობა ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააგენტოში შექმნილი იყო ჯგუფი მაშველებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. 

მამუკა გიორგაძემ თანამდებობა მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში დატოვა.

Media

მეხანძრე-მაშველთა შიმშილობა

მეხანძრე-მაშველთა შიმშილობა

18.02.2014 მზია საგანელიძე "რადიო თავისუფლება"