EN

ტრანსგენდერი ქალების უფლებებისთვის

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2016 წლის 8 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ქვიარ უფლებები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

აქცია დაიგეგმა ქალთა საერთაშორისო დღეს

ორგანიზატორები

ტრანსგენდერი ქალები (მათ შორის მირანდა ფაღავა), ანა სუბელიანი, ბაია პატარაია, იდა ბახტურიძე, ბექა გაბადაძე, მარი კურტანიძე

მთავარი მოთხოვნა

ტრანსგენდერ ადამიანებს შესძლებოდათ პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

„მე ვარ ქალი – აღიარე!“, „პირადობის მოწმობაში შეცდომაა“, „ტრანსგენდერი ქალები ვერ საქმდებიან“, „ნუ მართმევ სიცოცხლის უფლებას!“

ვიზუალური ელემენტები

ლგბტ დროშა, პირადობის მოწმობა, სადაც ტრანსგენდერ ქალს უწერია მმ

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

მნიშვნელოვანი რესურსები

„პირადობის მოწმობაში შეცდომაა“

აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებებისთვის
https://go.on.ge/m4r

ლიბერალის ფოტორეპორტაჟი
https://liberali.ge/photos/view/1145/foto–me-var-qali–aghiare

ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, 2018 წლის 8 მარტს ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად თბილისის იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერმა ქალებმა, უფლებადამცველებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა იყო, სახელმწიფოს ეღიარებინა ტრანსგენდერი ქალები და მათთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლის უფლება მიეცა.

აქციის მონაწილეებმა მიიტანეს პლაკატად დაბეჭდილი პირადობის მოწმობა, სადაც ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას სქესში ეწერა მმ (მამრობითი). აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პირადობის მოწმობაში მათი იდენტობისგან განსხვავებული სქესის მითითება მათ უფლებებს არღვევდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, ღარიბ ქვეყანაში, სადაც ისედაც ნაკლები სამუშაო ადგილებია, ეს ადამიანები დამატებით ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი.

ამ დღეს ასევე გაიმართა ჰომოფობიური ჯგუფის კონტრაქცია – იუსტიციის სახლთან „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი გამოჩნდა. მას ეჭირა ხელში წარწერა „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა“. მოგვიანებით ფალავანდიშვილი პოლიციამ დააკავა.

Media

აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად

აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად

2018 წლის 8 მარტი. ფოტო: გვანცა ნემსაძე, On.ge

ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად

ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად

2018 წლის 8 მარტი. ფოტო: გვანცა ნემსაძე, On.ge

ჰომოფობიური აქცია

ჰომოფობიური აქცია

2018 წლის 8 მარტი. ფოტო: გვანცა ნემსაძე, On.ge

ჰომოფობიური აქცია

ჰომოფობიური აქცია

2018 წლის 8 მარტი. ფოტო: გვანცა ნემსაძე, On.ge