EN

“ლაბორატორია 1918-ის” აქცია სწავლის დაწყების დღეს

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 11 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

ლაბორატორია 1918

მთავარი მოთხოვნა

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება

პროტესტის ადრესატი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა

ტრანსპარანტები

”განათლების რეფორმა ჩავარდა”, ”ფასი მაღალი, ხარისხი დაბალი”, ”ნუ ატყუებთ სტუდენტებს”, ”არა – ავტორიტარულ განათლებას”.

2011 წლის 11 სექტემბერს, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საზეიმო ღონისძიება მოეწყო. სცენაზე სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი დაჩი გუბაძე მიმართავდა სტუდენტებს.

„რამდენიმე სიტყვით შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ვარდების მოედანზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თვითმმართველობისგან პირველ საჩუქარს მიიღებენ სტუდენტები – გაიმართება კონცერტი…“

მისი გამოსვლის პარალელურად ეზოში გაჩნდა ბანერები: ”განათლების რეფორმა ჩავარდა”, ”ფასი მაღალი, ხარისხი დაბალი”, ”ნუ ატყუებთ სტუდენტებს”, ”არა – ავტორიტარულ განათლებას”.  დაარიგეს მწვანე ქაღალდზე დაბეჭდილი ფლაერები, რომელიც ასე სრულდებოდა: ”შენ სტუდენტი ხარ, შენ ცოცხალი ხარ, გააქტიურდი!” ტექსტში კი ეწერა: ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 1500 საუკეთესო სასწავლებელს შორისაც კი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მიერ აგებული ოქროს კოშკები მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა.”

ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი სტუდენტური გაერთიანება “ლაბორატორია 1918” იყო. „პროტესტის მიზეზია განათლების ძალიან დაბალი ხარისხი, რისი შედეგიც არის, რომ უნივერსიტეტის დიპლომს არ აქვს არანაირი ფასი… ეს მეტყველებს მთლიანად სისტემის არასწორ მუშაობაზე… მეორე არის ის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს ავტონომია, უნივერსიტეტი იქცა ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებად და, ამავდროულად, ფაბრიკად მომავალი პასიური მოქალაქეებისა.“- თქვა “ლაბორატორია 1918”-ის წარმომადგენელმა გიორგი ჩუბინიძემ აქციაზე გამოსვლისას.

ამ პერფორმანსს შემდეგ დღეებში გაგრძელება არ მოჰყოლია.

Media

უნივერსიტეტის ეზო სწავლის დაწყების დღეს

უნივერსიტეტის ეზო სწავლის დაწყების დღეს

2011 წლის 11 სექტემბერი. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება