EN

კაზანტიპის წინააღმდეგ

left arrow

2014

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2014 წლის 14-20 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

კულტურა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

საზოგადოების ნაწილი “კაზანტიპს” გარყვნილობად მიიჩნევდა

ორგანიზატორი

მართლმადიდებელი მღვდლები და მათი მრევლი

ტრანსპარანტები

“ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილება”, “ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად”

პროტესტის შედეგი

ფესტივალი მაინც ჩატარდა

მნიშვნელოვანი რესურსები

“აქცია თბილისში
https://www.palitravideo.ge/video/48306-quflis-sasjeli-daatydeba-qarthvel-ersq-aqcia-thbilisshi-qkazantipisq-tsinaaghmdeg/
აქცია ანაკლიაში

“კაზანტიპი” ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იყო, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ფესტივალის ჩატარება  საქართველოში, ანაკლიაში გადაწყდა. 

მუსიკალურ ფესტივალს მართლმადიდებელი მღვდლები და მისი მრევლი ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ფესტივალი “გარყვნილება” იყო.

2014 წლის 14 აგვისტოს, საპროტესტო აქცია – მსვლელობა გამართეს. “ლაივპრესის” ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ანაკლიაში აქციის გამართვამდე ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, ხოლო შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მივიდნენ “კაზანტიპის რესპუბლიკის” შესასვლელთან და შესვლას ითხოვდნენ ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 20-30 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. “ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილება”, “ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. პოლიციამ პროტესტანტებს ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე გადასვლის საშუალება არ მისცა, შესაბამისად, ისინი ფესტივალის ტერიტორიას ვერ მიუახლოვდნენ. 

თუმცა, პროტესტი შემდეგ დღეებშიც გრძელდებოდა, ეკლესიებში კი ლოცულობდნენ, რომ ღმერთს საქართველო დაეფარა ფესტივალისგან, “რომელიც არის ღია ქადაგება გარყვნილებისა და აღვირახსნილობისა”. 

20 აგვისტოს “კაზანტიპის” წინააღმდეგ აქცია თბილისში, პარლამენტის შენობიდან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელდა. სასულიერო პირებმა აქციის მონაწილეებს საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს სათაურით: „კაზანტიპი – გარყვნილების იმპორტი საქართველოში“. ფურცლებზე ეწერა: „სექსი მისი ყველა გამოვლინებით, კაზანტიპის მთავარი ატრიბუტია, თუმცა აღვირახსნილობის ლეგალიზებისათვის მოგონილია სწრაფი ქორწინების თამაში: „რესპუბლიკაში მიესალმებიან სიყვარულს მისი ყველა გამოვლინებით… რისთვისაც არსებობს Fast Married -ის ინსტიტუტი“.

მრევლმა ფესტივალს ხელი ვერ შეუშალა, ღონისძიება მაინც ჩატარდა. 

Media

კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია

კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია

2014 წლის 14 აგვისტო. ფოტო: ნათია სოფრომაძე / ტაბულა