EN

„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2018 წლის 27 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ბიძინა ივანიშვილმა მრავალწლიანი ხეები შეისყიდა, ამოათხრევინა და დენდროლოგიურ პარკში გადაატანინა.

ორგანიზატორი

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აჭარაში

მთავარი მოთხოვნა

შეწყდეს ხეების გადატანა

პროტესტის ადრესატი

ბიძინა ივანიშვილი

ტრანსპარანტები

“Stop ბიძინა“, „ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ „ფაროსანა ბიძინა“

პროტესტის შედეგი

ხეების გადატანა გაგრძელდა

2018 წლის 27 თებერვალს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მახინჯაურიდან და ქობულეთიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას და გადარგვას აპროტესტებდნენ. მას ხეები დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდა. 

“რეგინფოს” ცნობით, საპროტესტო აქცია საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, დემონსტრანტებს კი ეკავათ ტრანსპარანტეპი: „Stop ბიძინა“, „ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ და „ფაროსანა ბიძინა“. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა სურდათ.

„ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ნადგურდება ულამაზესი ადგილები – ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი. როდესაც ხელისუფლებას ვეუბნებით, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ახირებებს გადავაყოლოთ რეგიონი, საკმარისი არ არის“, – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

აჭარის მთავრობა აქციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მათ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ხეების გადატანის პროცესი კანონით დაშვებულ ნორმებს არ სცდება. მათივე თქმით, მონიტორინგს გაუწევენ იმ ტერიტორიის მოწესრიგებას, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში გადასარგველად გაიტანეს ხეები.

ხეების გადატანა გაგრძელდა და დიდი პროტესტი აღარ მოჰყოლია.

Media

აქცია ბათუმში

აქცია ბათუმში

2018 წლის 27 თებერვალი. ფოტო: ცაგო კახაბერიძე